მელანომა (ლათ. melanoma, melanoma malignum) — დაავადება, რომელსაც ახასიათებს ავთვისებიანი სიმსივნის გაჩენა[1]. ყველაზე ხშირად მელანობა ვითარდება კანის საფარზე, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ხდება ლორწოვანი გარსის დაავადებაც. მელანომას ახასიათებს სწრაფი განვითარება მთელს ორგანიზმში. წარმოადგენს კანის კიბოს ერთ-ერთ სახეობას. მისი განვითარების ფაზებია: ჰორიზონტალური ფაზა – განვითარების საწყისი სტადია, როცა მელანომა არ გამოდის ეპითელიუმის გარეთ; ვერტიკალური ფაზა – მელანომას შეღწევა კანის უფრო ღრმა ფენებში, ზრდის დაჩქარება, მეტასტაზებიანი სიმსივნეების გაჩენა.

მელანომა

მელანომა ვითარდება მელანოციტებიდან. განსაკუთრებით ხშირად ლოკალიზდება კანში (90%), იშვიათად კონიუნქტივაში, თვალის ქორიოიდულ გარსში, ცხვირის, პირის ღრუს, საშოს, სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსში. კანის მელანომა ვლინდება ხშირად 30-50 წლის ასაკში. რისკის ფაქტორებია: ულტრაიისფერი რადიაციის მნიშვნელოვანი დოზები, ნევუსების ტრავმები, ოჯახური წინასწარგანწყობა მელანომებისადმი, პიგმენტური ქსეროდერმა, დიუბრეის მელანოზი. შემთხვევათა 50-70%-ში კანის მელანომა ვითარდება პიგმენტური ნევუსიდან. განსაკუთრებით საშიშია ეპიდერმული ნევუსი. ხშირად იგი ვითარდება სათესლე პარკის კანზე, ხელისგულზე, ფეხისგულზე; წარმოადგენს 1 სმ-მდე დიამეტრის ბრტყელ ლაქას ან პიგმენტირებულ კვანძს, რომელიც არ სცილდება კანის ზედაპირს. იშვიათად მელანომა ვითარდება შიგადერმული, ცისფერი ნევუსებიდან. დიდ ნევუსებში ხშირია შემოფარგლული ნევუსის ჩანართები. ნევუსი, რომელიც წინ უძღვის მელანომას, შემთხვევათა 1/3-ში, ვითარდება მოზრდილ ასაკში, და შემთხვევათა 1/3 არის თანდაყოლილი. მელანომის დროულ დიაგნოზზეა დამოკიდებული დაავადების პროგნოზი. ნევუსის ნებისმიერი ცვლილება – მისი ზრდა, ფერის ცვლილება, დაწყლულება, სისხლდენა – მოითხოვს დაუყონებლივ ქირურგიულ ჩარევას. ანალოგიური ტაქტიკა რეკომენდებულია ნორმალურ კანზე ახალად ზრდადი, პიგმენტური ლაქების გაჩენის დროს. კანის მელანომა ხშირად წარმოიქმნება თავის, კისრის, კიდურების კანზე. ქირურგიული ჩარევის შემდეგ აფასებენ იმ ფაქტორებს, რომლებიც ზემოქმედებენ პროგნოზზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანის სხვადასხვა შრეების ინვაზიის ხარისხი, რაც კორელაციაშია მეტასტაზების განვითარებასთან. ინვაზიის I (in situ), II (დვრილისებრი შრის ჩართვა) და ნაწილობრივ III დონეები (რეტიკულურ შრემდე გაღწევით) ახასიათებს დაავადების ადრეულ დიაგნოზს. მეოთხე (რეტიკულურ შრეში გაღწევა) და მეხუთე ხარისხი (კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში) ადასტურებს გვიან დიაგნოზს.

ანალური მელანომა

რისკ-ფაქტორები რედაქტირება

მელანომას სიხშირე დრამატულად გაიზარდა გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. ინვაზიური მელანომას დაახლოებით 59 940 ახალი შემთხვევის დიაგნოზის დასმა ხდება ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოთვლილია, რომ 49 მამაკაციდან 1–ს და 73 ქალიდან 1–ს უსვამენ მელანომას დიაგნოზს მათი სიცოცხლის მანძილზე.

მელანომას რისკი მჭიდროდ უკავშირდება ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენას და მგრძნობიარე მასპინძლის ფენოტიპს: ღია ფერის თმა და კანი, მიდრეკილება დამწვრობისკენ და მთელი რიგი კეთილთვისებიანი ან ატიპიური ხალები.

კანის ავთვისებიანი სიმსივნეების ოჯახური და პირადი ისტორია ასევე მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორებია[2].

 
ავთვისებიანი მელანომა ადამიანის სხეულზე

ისტორია რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ მელანომა არ არის ახალი დაავადება, მისი აღწერილობის შესახებ ინფორმაცია ძველ დროში ძალიან მწირია.

ამერიკელმა ექიმმა როჯერ ტაკინგტონმა 1965 წელს ადამიანის მელანომის გენი აღმოაჩინა.

 
დერმატოსკოპი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Melanoma Treatment–for health professionals (PDQ®) (June 26, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 July 2015. ციტირების თარიღი: 30 June 2015.
  2. malignant-melanoma.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-14.