ვინი პუჰი
ვინი პუჰი[შ 1] (ინგლ. Winnie-the-Pooh, აგრეთვე ცნობილი როგორც დათუნია ვინი, Winnie-the-Pooh) — მწერალ ალან მილნის წიგნების პერსონაჟი წიგნებიდან „ვინი პუჰი“ (1926) და „სახლი პუჰის კუთხეში“ (1928). პუჰის შესახებ ლექსი მილნმა აგრეთვე გამოაქვეყნა საბავშვო წიგნში „როდესაც ძალიან პატარები ვიყავით“ (1924) და უფრო მეტი — წიგნში „ახლა ექვსი წლის ვართ“. ოთხივე წიგნის ილუსტრატორია ერნესტ შეპარდი.
პუჰის შესახებ ისტორიები ნათარგმნია მრავალ ენაზე. არსებობს მისი თავგადასავლების ეკრანიზაციები. ძირითადად ცნობილია უოლტ დისნეის სტუდიების ფილმები და სატელევიზიო სერიალები და თედორე ხიტრუკის მიერ გადაღებული სამი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი.
დათუნია ვინიმ თავისი სახელი, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობამ, ალან მილნის ვაჟიშვილის — კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან მიიღო (გამონაკლისები არიან ბუ და კურდღელი). თავად ალანის ვაჟიშვილი კი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპი იყო. ამჟამად კრისტოფერ რობინის სათამაშო დათვი გამოფენილი არის ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ ფილიალში.
შენიშვნები
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ვინი ფუუჰი, „დიოგენე“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-26. ციტირების თარიღი: 2014-06-15.