იგორ კოსტალევსკი
იგორ კოსტალევსკი (რუს. И́горь Матве́евич Костоле́вский, დ. 10 სექტემბერი, 1948, მოსკოვი) — საბჭოთა და რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი (1995)[1], ლენინური კომკავშირის პრემიის (1978) და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემიის (2000) ლაურეატი.
იგორ კოსტალევსკი | |
---|---|
რუს. И́горь Матве́евич Костоле́вский | |
დაბადების თარიღი |
10 სექტემბერი, 1948 მოსკოვი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაიგორ კოსტალევსკი დაიბადა მოსკოვში, 1948 წლის 10 სექტემბერს. 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი (ГИТИС) — ა. გონჩაროვის კურსი. კოსტალევსკი შეუერთდა მოსკოვის მაიაკოვსკის სახელობის აკადემიური თეატრის დასს, რომელთანაც დაკავშირებულია თითქმის მთელი მისი სასცენო კარიერა.
კინოში გადაღება კოსტალევსკიმ 1970 წლიდან დაიწყო. მისი დებიუტი შედგა ფილმში „ოჯახი, როგორც ოჯახი“. კარიერის დასაწყისიდანვე დაიმკვიდრა რომანტიული გმირის ამპლუა. ნამდვილი პოპულარობა კინოში 1975 წელს მოუტანა დეკაბრისტ ივან ანენკოვის როლმა ფილმში „შორეული ბედნიერების ვარსკვლავი“, რომელმაც „უსახელო ვარსკვლავთან“ (რეჟ. მ. კოზაკოვი, 1979) ერთად, რუსეთის I არხის შეფასებით, კოსტალევსკი „მილიონების კუმირი“ გახადა. პოპულარობის ახალი ტალღა მსახიობს საბჭოთა მზვერავის, ანდრეი ბოროდინის როლმა მოუტანა ფილმიდან „თეირანი-43“ (რეჟ. ა. ალოვი და ვ. ნაუმოვი, 1980).
არის რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირისა და თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი. 2017 წლის მარტში აირჩიეს რუსეთის ნაციონალური პრემიის — „ოქროს ნიღაბი“ პრეზიდენტად.
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1972 | ფ | განთიადი აქ წყნარი იცის | А зори здесь тихие… | მიშა |
1975 | ფ | შორეული ბედნიერების ვარსკვლავი | Звезда пленительного счастья | ივან ანენკოვი |
1976 | ფ | გაზაფხულის გაწვევა | Весенний призыв | ალიკ პოლუხინი |
1977 | ფ | და ეს ყველაფერი მასზეა | И это всё о нём | ევგენი სტოლეტოვი |
1978 | ფ | უსახელო ვარსკვლავი | Безымянная звезда | მარინ მიროიუ (მასწავლებელი) |
1979 | ფ | ავტოფარეხი | Гараж | მილოსერდოვის ვაჟი |
1980 | ფ | თეირანი-43 | Тегеран-43 | ანდრეი ბოროდინი (მზვერავი) |
1980 | ფ | უხელფასო შვებულება | Отпуск за свой счёт | იური |
1980 | ფ | კანონიერი ქორწინება | Законный брак | იგორ ვოლოშინი |
1989 | ფ | ლაბირინთში შესასვლელი | Вход в лабиринт | ოლეგ მურომცევი |
1990 | ფ | მარადი ქმარი | Вечный муж | ველჩანინოვი |
2001 | ფ | რუსი ლამაზმანი | Русская красавица | მწერალი |
2007 | ფ | ომი და მშვიდობა | Война и мир | მეფე ალექსანდრე |
1998 | ფ | მოსაცდელი დარბაზი | Зал ожидания | ბანკირი ზემინი |
2010 | ფ | კოშკი | Башня | პროფესორი ბერგერი |
2021 | ფ | ვერცხლისფერი მგელი | Серебряный волк | ალექსანდრე ვოლკოვი, ფსბ-ს გადამდგარი პოლკოვნიკი |
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1978 — ლენინური კომკავშირის პრემია ევგენი სტოლეტოვის როლისთვის ტელესერიალში „და ეს ყველაფერი მასზეა“
- 1984 — რსფსრ დამსახურებული არტისტი
- 1986 — წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, ჟურნალ საბჭოთა ეკრანის გამოკითხვით
- 1995 — რსფსრ სახალხო არტისტი
- 1997 — მოსკოვის მერიის პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში
- 2000 — რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია
- 2004 — ღირსების ორდენი
- 2009 — ორდენი „სანშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ (IV ხარისხის)[2]
- 2016 — სტანისლავსკის სახელობის პრემია[3]
- 2019 — მეგობრობის ორდენი[4]