ემილ ვლადიმერის ძე ლოტიანუ (რუმ. Emil Loteanu; 6 ნოემბერი, 1936, კლოკუშნა, ხოტინის ოლქი, ბესარაბია, რუმინეთის სამეფო - გ. 18 აპრილი, 2003, მოსკოვი, რუსეთი) — მოლდოველი, საბჭოთა და რუსი კინორეჟისორი, სცენარისტი, პედაგოგი. რსფსრ სახალხო არტისტი (1980).

ემილ ლოტიანუ
დაბადების თარიღი 6 ნოემბერი, 1936 (1936-11-06) (88 წლის)
კლოკუშნა, ბესარაბია, რუმინეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი 18 აპრილი, 2003 (66 წლის)
მოსკოვი, რუსეთი
ეროვნება მოლდოველი
მოქალაქეობა რუმინეთი, დროშა: სსრკ სსრკ,
მოლდოვა დროშა: რუსეთი რუსეთი
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები რსფსრ სახალხო არტისტი (1980)

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
მოლდოვის საფოსტო მარკა, 2004 წ
 
მოლდოვის საფოსტო მარკა, 2016 წელი
 
ლოტიანუს საფლავი მოსკოვის ვაგანკოვოს სასაფლაოზე.

დაიბადა 1936 წლის 6 ნოემბერს ბესარაბიის სოფელ კლოკუშნაში (ახლანდელი მოლდოვის რესპუბლიკის ოკნიცის რაიონი).

სწავლობდა კლოკუშნას სკოლაში. 1944 წელს, ბესარაბიის სსრკ-ში გაერთიანების შემდეგ, ემილი დარჩა მამამის ვლადიმირთან, ხოლო მისი უმცროსი ძმა მარსელი - დედასთან, ტატიანასთან ერთად გადავიდა ბუქარესტში, რომელიც იქ საბჭოთა საელჩოში მუშაობდა.

1949 წლის დეკემბერში ლოტიანუს მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. რუმინეთში მყოფ დედასთან კონტაქტი რომ დაკარგა, თავდაპირველად ქუჩებში ცხოვრობდა, საწყობებსა და საერთო საცხოვრებელში ეძინა. ცამეტი წლის ბიჭმა ნებართვის გარეშე გადაცურა სასაზღვრო მდინარე პრუტი და თავი შეაფარა ბებია-ბაბუის სახლში კოლენკაუტში. ის დაიჭირეს და გადასცეს რუმინელ მესაზღვრეებს, რომლებმაც ბუქარესტში გაგზავნეს დედასთან საცხოვრებლად.

რუმინეთში საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ემილი ცდილობდა გამოცდის ჩაბარებას ბუქარესტის კინოსკოლაში, მაგრამ საბუთების მიღებაზე უარი უთხრეს.[1]

შემდეგ 1952 წელს მან მოითხოვა რეპატრიაცია სსრკ-ში და დაბრუნდა კლოკუშნაში, რათა სსრკ-ში კინოს შესწავლა გაეგრძელებინა.

1953 წლიდან 1954 წლამდე ემილ ლოტიანუ მსახიობი იყო კიშინიოვის ა. ს. პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში..

1953-1955 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1962 წელს დაამთავრა ВГИК-ის სარეჟისორო განყოფილება (გ. როშალის და ი. გენიკას სახელოსნო).

1962-1973 წლებში რეჟისორად მუშაობდამოლდოვას კინოსტუდიაში, სადაც დებიუტი შედგა გმირულ-რევოლუციური ფილმით „დაგველოდეთ გამთენიისას“ (1963). 1966 წელს ემილ ლოტიანუმ გადაიღო ფილმი მოლდოველი მწყემსების შესახებ „წითელი მინდვრები“.

სკკპ-ს წევრი 1968 წლიდან. ფილმში „ლაუტარები“ (1971), რომელმაც სან სებასტიანის კინოფესტივალზე პრიზი მოიპოვა, რეჟისორმა ხალხური მუსიკოსების ბედზე ისაუბრა.

1973 წლიდან ლოტიანუ მუშაობდა კინოსტუდიაში „მოსფილმი“. მას განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა მ. გორკის და ა. ჩეხოვის მოთხრობების კინოადაპტაციებმა „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ და „ჩემი ალერსიანი და ნაზი მხეცი“, ასევე ფილმმა „ანა პავლოვა“, რომელიც ეძღვნება დიდი რუსი ბალერინას ცხოვრებას.

1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მხატვრული კინოს რეჟისორების სემინარებს სცენარისტებისა და რეჟისორების უმაღლეს კურსებზე.[2] [3] [4]

1980-იანი წლების ბოლოს იგი დაბრუნდა „მოლდოვა-ფილმში“ და მუშაობდა მოლდოვის ტელევიზიაში, სადაც გადაიღო მიხაი ემინესკუს პოემა „ლუჩაფერული“ („ცისკრის ვარსკვლავი“).

1987-1992 წლებში - მოლდოვის კინემატოგრაფისტთა კავშირის პრეზიდენტი. კიშინიოვის ხელოვნების ინსტიტუტში ასწავლიდა თეატრის მსახიობების კურსებზე.

1998 წელს მოსკოვის მ. გორკის სახელობის სამხატვრო თეატრში დადგა სპექტაკლი „მთლიანად თქვენი ანტოშა ჩეხონტე“ ანტონ ჩეხოვის ნაწარმოებების „დათვი“ და „ქორწილი“ მიხედვით. ავტორია ლექსებისა და მოთხრობების რამდენიმე კრებულის, ასევე ყველა თავისი ფილმის სცენარის. ავტორია ლექსებისა ფილმისთვის „მსოფლიოს მერვე საოცრება" (1981).

გარდაიცვალა 2003 წლის 18 აპრილს მოსკოვში 67 წლის ასაკში. ის დაკრძალეს მოსკოვის ვაგანკოვოს სასაფლაოზე.[5]

2017 წლის 11 მაისს ბელცის ერთ-ერთ ახალ ქუჩას ემილ ლოტიანუს სახელი ეწოდა.[6]

1964-1967 და 1972-1977 წლებში მას ურთიერთობა ჰქონდა საბჭოთა, მოლდაველ და რუს მსახიობთან, რუსეთის დამსახურებულ არტისტთან, მოლდოვის რესპუბლიკის სახალხო არტისტთან სვეტლანა ტომასთან (დ. 1947).

მეუღლე (1979 წლიდან 1984 წლამდე) - გალინა ბელიაევა (დ. 1961), საბჭოთა და რუსული თეატრისა და კინოს მსახიობი. რუსეთის დამსახურებული არტისტი.

  • ვაჟი - ემილ ემილის ძე ლოტიანუ (დ. 1980), დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ВГИК-ის წარმოებისა და ეკონომიკის ფაკულტეტი, ცხოვრობდა ლოს-ანჯელესში (აშშ), დაქორწინებული იყო 2000 წლიდან, ჰყავს ორი შვილი - ქალიშვილი მარია და ვაჟი კრისტიანი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • რესპუბლიკის ორდენი (2000 წლის 22 დეკემბერი, მოლდოვა) - შემოქმედებით საქმიანობაში გამოჩენილი წარმატებისთვის, კინოს განვითარებაში განსაკუთრებული დამსახურებისთვის და ეროვნული სულიერი ფასეულობების დამკვიდრებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის [7]
  • მედალი „მიხაი ემინესკუ“ (1995 წლის 14 ნოემბერი, მოლდოვა) - ეროვნული კინოს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, გამოჩენილი მხატვრული ფილმების და ახალი ამბების და დოკუმენტური ფილმების შექმნისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის[8]
  • რსფსრ სახალხო არტისტი (25 იანვარი, 1980 წ.) - საბჭოთა კინოს განვითარებისთვის გაწეული სამსახურისთვის[9]
  • მოლდავეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1969).

პრიზები კინოფესტივალებზე

რედაქტირება
  • 1967 : „წითელი მინდვრები“ - კიშინიოვის რეგიონალური კინოფესტივალის სპეციალური დიპლომი
  • „ეს მომენტია“
  • „ლაუტარები“
    • 1972 : მეორე პრიზი (ვერცხლის ნიჟარა) სან სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალზე
    • 1972 : ჟიურის სპეციალური პრიზი სან-სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალზე
    • 1972 : ნეაპოლის საერთაშორისო კინოფესტივალის ვერცხლის ნიმფა
    • სპეციალური დიპლომი ორვიენტოს საერთაშორისო კინოფესტივალიდან, 1972 წ
  • „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“
    • 1976 : სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის „ოქროს ნიჟარა“
    • 1977 : საუკეთესო რეჟისორის დიპლომი საერთაშორისო კინოფესტივალზე „Fest-77“ ბელგრადში
    • 1977 : დიპლომი საუკეთესო ფილმისთვის პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე
  • „ჩემი ალერსიანი და ნაზი მხეცი“
    • 1978 : მონაწილეობა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ კონკურსში
  • „ანა პავლოვა“
    • 1984 : ჯილდო საუკეთესო უცხოური ფილმისთვის ოქსფორდის საერთაშორისო კინოფესტივალზე
    • 1984 : დიპლომი კინოს განვითარებისთვის სპეციალური სამსახურისთვის ოქსფორდის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Jurnalul Naționa, 22 octombrie 2006 - Spectator - Stop-cadru cu Emil Loteanu. ციტირების თარიღი: 2020-11-30
  2. Режиссёрское отделение დაარქივებული 2023-09-24 საიტზე Wayback Machine. / Высшие курсы сценаристов и режиссёров
  3. Режиссёрское отделение დაარქივებული 2023-12-14 საიტზე Wayback Machine. / Высшие курсы сценаристов и режиссёров
  4. Высшие курсы сценаристов и режиссёров. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  5. Могила Э. В. Лотяну на Ваганьковском кладбище. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-06. ციტირების თარიღი: 2013-08-15.
  6. В Бельцах появится новая улица
  7. Указ Президента Республики Молдова от 22 декабря 2000 года № 1823 «О награждении группы членов Союза кинематографистов государственными наградами»
  8. Указ Президента Республики Молдова от 14 ноября 1995 года № 389 «О награждении кинематографистов орденами и медалями»
  9. Указ Президиума Верховного Совета РСФСР от 25 января 1980 года № 121 «О присвоении почётного звания народного артиста РСФСР Лотяну Э. В., Михалкову (Кончаловскому) А. С., Салтыкову А. А., Тарковскому А. А.»