სვეტლანა ტომა
სვეტლანა ტომა (რუს. Светлана Андреевна Тома, დაბადების სახელი: სვეტლანა ანდრეის ასული ფომიჩიოვა (რუს. Светлана Андреевна Фомичёва); 14 მაისი, 1947, კიშინიოვი) — მოლდოველი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა კინოსტუდია მოლდოვურ ფილმში 1966 წელს. ის მუშაობდა როგორც მოლდოვაში, ასევე რუსეთში.[1][2][3][4][5][6][7]
სვეტლანა ტომა | |
---|---|
დაბადების სახელი | სვეტლანა ფომიჩოვა |
დაბადების თარიღი |
24 მაისი, 1947 კიშინიოვი, მოლდოვის სსრ, საბჭოთა კავშირი |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1960-დღემდე |
შვილ(ებ)ი | ირინა ლაჩინი |
სვეტლანა არის მსახიობ ირინა ლაჩინას დედა.
ტომამ საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა ფილმში „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ შესრულებული როლისთვის, რომლის რეჟისორი ემილ ლოტიანიუ იყო. ეს ფილმი 112 ქვეყანაში აჩვენეს. ფილმი კვლავ ლიდერად რჩება და ეს რეკორდი არცერთ საბჭოთა ან რუსულ ფილმს არ მოუხსნია.[8]
სვეტლანას მხატვრული მეტსახელი: „ტომა“ წარმოითქმება ტ ბგერაზე აქცენტით. ამასთან, თავად მსახიობი აღნიშნავს, რომ ტომა იყო მისი დიდი ბებიის გვარი (დედის მხრიდან), რომელიც ფრანგული წარმოშობის იყო.[9]
ბიოგრაფია
რედაქტირებასვეტლანა დაიბადა 1947 წელს კიშინიოვში, როგორც სვეტლანა ანდრეის ასული ფომიჩიოვა. მამამისი იყო ანდრეი ფომიჩიოვი (წარმოშობით სოფელ სომოვკადან, დობრინსკის რაიონიდან, ლიპეცკის ოლქი), კოლმეურნეობა „სიმართლის“ თავმჯდომარე ბალტიში.[10][11][12] დედამისი, იდეს საულოვის ასული სუხაია ებრაული წარმოშობის იყო, რომელიც 1930 წელს იყო კომუნისტური მიწისქვეშა მოძრაობის წევრი ბესარაბიაში. ის დებთან, ბერთას, სარას, რებეკას, ადასა და ანასთან ერთად ინახავდა აკრძალული ლიტერატურის კრებულებს.[13][14][15][16] სვეტლანას მშობლები ერთმანეთს კიშინიოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში შეხვდნენ, როდესაც მამა სწავლობდა, დედა კი მდივნად მუშაობდა.
სვეტლანა ტომამ დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი. მან ითამაშა ბევრ მოლდოვურ ფილმში, მოგვიანებით კი მოლდოველი რეჟისორის, ემილ ლოტეანუს ფილმებში. მისი მონაწილეობით აღსანიშნავი ფილმებია: „წითელი მდელოები“ (1965), „ლაუტარი“ (1972), „ბოშათა ბანაკი ცას მიემგზავრება“ (1976, ბოშა რადას როლი), ანა პავლოვა (1983).
სვეტლანა 1978 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.[17]
მან ასევე ითამაშა სხვა ცნობილი რეჟისორების ფილმებში: ვლადიმერ ვენგეროვის „ცოცხალი გვამი“ (1969), იან ფრიდის „პიოუს მართა“ (1982), პავლე ჩუხარაის „ხალხი ოკეანეში“ (1979), ვლადიმირ ბასოვის „შვიდი შეძახილი ოკეანეში“ (1981), ვალერი აჰადოვის „საოჯახო ბიზნესი გაიუროვიჰი“ (1974), რუსტამ იბრაგიმბეკოვის „სოლო ბარიტონისა და ორკესტრისათვის“ (1977 და სხვები.
გასული საუკუნის 90-იან წლებში მან ჩამოაყალიბა დიდი საკონცერტო პროგრამა და იმყოფებოდა გასტროლებზე კომბინირებულ კომპანიასთან ერთად.[18]
1999 წელს, სხვა ხელოვანებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო ვიქტორ მერეჟკოსა და კომპოზიტორ ევგენი ბედნენკოს პროექტში „მღერიან თეატრისა და კინოს ვარსკვლავები“, სადაც ტომა რეტრო სიმღერების შემსრულებელი იყო. ამ პროექტის შედეგად სვეტლანა ტომამ კონცერტი მოაწყო და გამოუშვა CD, რომელიც ასევე გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და „Radio MPS“-ზე.
დღესდღეობით სვეტლანა მონაწილეობს სპექტაკლში „სიყვარულის მძევლები“ (რეჟისორი: გ. შაპოშნიკოვი).
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასვეტლანა ტომას ხანგრძლივი და რთული პირადი ურთიერთობა ჰქონდა ემილ ლოტიანიუსთან, რომელზე დაქორწინებასაც აპირებდა.
მისი პირველი მეუღლე იყო მისი თანაკლასელი, მსახიობი ოლეგ ლაჩინი (რომელიც გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევაში, 1973 წლის აპრილში, 26 წლის ასაკში). მათ ერთი ქალიშვილი, 1972 წელს დაბადებული ირინა ლაჩინა ჰყავთ.
სვეტლანას ქალიშვილი, ირინა მსახიობია, მისი შვილიშვილი, მარია ბუდრინა კი კინორეჟისორი.
სვეტლანა ტომას მეორე მეუღლე (2000-2005) დრამატურგი ანდრეი ვიშნევსკია.
სვეტლანა ფომიჩიოვა არის ვეგეტარიანელი.
ჯილდოები
რედაქტირებასვეტლანა ტომას მიღებული აქვს მოლდოვის სახალხო არტისტისა (2008) და რუსეთის დამსახურებული არტისტის (2001) ჯილდოები.[19][20]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Svetlana Toma Russian. Vokrug TV.
- ↑ Svetlana Toma: "I still fit in the dresses which I wore at the age of 17" Russian. 7 Days.
- ↑ Svetlana Toma Russian. Kinopoisk.
- ↑ Guest Svetlana Toma. In private with everyone. Episode from 29.04.2014 Russian. Pervy Kanal.
- ↑ Women of Svetlana Toma's family Russian. Podruga.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-15. ციტირების თარიღი: 2021-05-24.
- ↑ TOMA (original surname Fomicheva) Svetlana Andreevna Russian. RUSactors.ru.
- ↑ Big Family. Svetlana Toma Russian. Television channel Rossiya Kultura. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-17. ციტირების თარიღი: 2021-05-24.
- ↑ Emil Loteanu and Svetlana Toma ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-12. ციტირების თარიღი: 2021-05-24.
- ↑ Svetlana Toma: "Loteanu approached me at a station..." Russian. Argymenty i Fakty.
- ↑ Is Svetlana Toma moving to Lipetsk? Russian. Komsomolskaya Pravda.
- ↑ Аркадий Розенберг "Майн штэйталэ Бэлц" Russian.
- ↑ Svetlana Toma and Irina Lachina took part in the "Immortal Regiment" activism Russian.
- ↑ Biography of Svetlana Toma Russian.
- ↑ About the mother of S. Toma Russian.[მკვდარი ბმული]
- ↑ Bălți: tales and memories (page. 100) Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-04-01. ციტირების თარიღი: 2021-05-24.
- ↑ Chisinau Jewish cemetery Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-03. ციტირების თარიღი: 2021-05-24.
- ↑ TOMA Svetlana Andreevna Russian.
- ↑ Svetlana Toma: I know how to live for 400 years! Russian. Sobesednik.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-13. ციტირების თარიღი: 2021-05-24.
- ↑ Honorary titles awarded on the order of the president of Russia № 541 on the 15 of May, year 2001 Russian.
- ↑ Order of the President of the Russian Federation on the 15.05.2001 № 541 Russian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 04.03.2016. ციტირების თარიღი: 24.05.2021.