ანტონ ჩეხოვი
ანტონ პავლეს ძე ჩეხოვი (რუს. Антон Павлович Чехов; დ. 29 იანვარი [ძვ. სტ. 17 იანვარი], 1860, ტაგანროგი ― გ. 15 ივლისი [ძვ. სტ. 2 ივლისი], 1904, ბადენვაილერი, გერმანია) — რუსი ექიმი, დრამატურგი და მწერალი, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ უდიადეს მოთხრობების მწერლად.[26]
ბიოგრაფია
რედაქტირება1879 წელს დაამთავრა ტაგანროგის გიმნაზია, ხოლო 1884 — მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. მისი პირველი პატარა მოთხრობები ანტოშა ჩეხონტეს ფსევდონიმით იბეჭდებოდა 70-80-იანი წლებში იუმორისტულ ჟურნალებში „სტრეკოზა“, „ბუდილნიკი“, „ზრიტელი“, „ოსკოლკი“. ჩეხოვის „მოხელის სიკვდილი“, „ალბიონის ასული“, „მსუქანი და გამხდარი“, „ქამელეონი“, „უნტერ პრიშიბევი“ და სხვა (დაიბეჭდა 1883–1885) ფართო საზოგადოებრივი მნიშვნელობის კლასიკური ნოველებია. მისი მოთხრობების პირველი კრებულია „მელპომენეს ზღაპრები“ (1884) და „ჭრელი მოთხრობები“ (1886), რომელშიც უდიდესი გამომსახველობითი ძალით გადმოცემულია იმ დროის ატმოსფერო, იუმორი ხშირად იცვლება მძაფრი სატირით.
80-იანი წლების II ნახევარში ჩეხოვის რეალიზმი გაღრმავდა. მისი პირველი ვრცელი მოთხრობა „სტეპი“ 1888 დაიბეჭდა რუსეთის სიმბოლო - სტეპი ავტორს თავისი ქვეყნის ბედ-იღბალზე ფიქრს აღუძრავდა. წარმატება ხვდა წილად ჩეხოვის მომდევნო კრებულებს „მწუხრში“ (1887, პუშკინის პრემია, 1888), „მოთხრობები“ (1888), „პირქუში ადამიანები“ (1890) და სხვა.
1890 ჩეხოვმა იმოგზაურა კუნძულ სახალინზე, გაეცნო კატორღელთა მძიმე ცხოვრებას. იქ მიღებული შთაბეჭდილებანი გადმოსცა წიგნში „კუნძული სახალინი“ (1893–1894, ცალკე გამოიცა 1895, ქართული თარგმანი 1985), რომელსაც დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მოგზაურობის მძიმე პირობებში ჩეხოვს გაუმძაფრდა ტუბერკულოზით დაავადება. 1890–1900 რამდენიმეჯერ იმოგზაურა საზღვარგარეთ. 1892 მან მოსკოვის მახლობლად, სოფ. მელიხოვოში, შეიძინა მამული და იქვე დასახლდა. აქ დაუახლოვდა იგი გლეხებს და ყველანაირად ცდილობდა მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მელიხოვის პერიოდი (1892–1898) ჩეხოვის შემოქმედებაში უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. აქ დაწერა მოთხრობები: „პალატა N6“ (1892), „მეზონინიანი სახლი“ (1896), „გლეხები“ (1897); პიესები: „თოლია“ (1896) და „ძია ვანია“ (1896, გამოქვეყნდა 1897). „პალატა N 6“ 80-90-იანი წლების რუსეთის ცხოვრების განზოგადებაა, ეს არის მძაფრი პროტესტი იმდროინდელი მმართველობის თვითნებობისა და ძალადობის წინააღმდეგ.
1902, როცა ნიკოლოზ II-მ მაქსიმ გორკის საპატიო აკადემიკოსად არჩევა გააუქმა, ჩეხოვმა პროტესტის ნიშნად უარი თქვა საპატიო აკადემიკოსის წოდებაზე.
ინტელიგენციისა და ხალხის გათიშულობის, პიროვნების თავის ნაჭუჭში ჩაკეტვის თემას ჩეხოვის შემოქმედებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია („კინკრიჟა“, „სიყვარულის შესახებ“, „კაცი ფუტლიარში“, სამივე 1898). ჩეხოვის სოციალური განვითარების მწვერვალს მიაღწია მოთხრობაში „კაცი ფუტლიარში“. ჩეხოვმა დრამატურგიაში ადრევე დაიწყო მუშაობა, მაგრამ მისი საპროგრამო პიესა იყო „თოლია“, რომელიც 1896 დაიდგა პეტერბურგის თეატრის სცენაზე. 1897 დაიდგა „ძია ვანია“, 1900–1901 — „სამი და“. ჩეხოვის ბოლო პიესაა „ალუბლის ბაღი“ (1903–1904), რომელიც ძველი თაობის კრახს გვიხატავს.
ჩეხოვმა ახალი გზები დაუსახა დრამატურგიის განვითარებას; ტრაგიკულისა და კომიკურის ოსტატური შერწყმით წარმოგვიდგინა ადამიანის სულის სიღრმისეული შრეები. ჩეხოვი რუსული ლიტერატურის საუკეთესო რეალისტური ტრადიციების გამაღრმავებელია. თავის მხრით, მან დიდი გავლენა მოახდინა როგორც რუსულ, ისე მსოფლიო ლიტერატურის განვითარებაზე.
ჩეხოვმა საქართველოში პირველად 1888 იმოგზაურა, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. 1900 მაქსიმ გორკისთან და მხატვარ ვ. ვასნეცოვთან ერთად კვლავ ჩამოვიდა თბილისში.
ჩეხოვი პოპულარული იყო საქართველოში. 90-იან წლებში ქართულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა მისი მოთხრობების თარგმანები. ქართულ სცენაზე დაიდგა პიესები: „ივანოვი“ და „დათვი“ (1891), 1903 გადმოითარგმნა პიესა „ძია ვანია“, 1905 — „ალუბლის ბაღი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტალიაშვილი გ., ა. პ. ჩეხოვი, თბ., 1960;
- ჩუკოვსკი კ., ჩეხოვი, თბ., 1973;
- Бердников Г. П., Чехов, М., 1974;
- Ермилов В., Чехов, 3 изд., М., 1951;
- Паперный З., А. П. Чехов, 2 изд., М., 1960;
- ტალიაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 107.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Паперный З. С. Чехов Антон // Краткая литературная энциклопедия — Москва: Советская энциклопедия, 1962. — Т. 8.
- ↑ 2.0 2.1 С. Венгеров Чехов, Антон Павлович // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1903. — Т. XXXVIIIа. — С. 777–781.
- ↑ 3.0 3.1 https://bigenc.ru/literature/text/4684952
- ↑ BD Gest'
- ↑ 5.0 5.1 Eesti biograafiline andmebaas ISIK
- ↑ 6.0 6.1 NooSFere — 1999.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 8.0 8.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 9.0 9.1 Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Babelio — 2007.
- ↑ 12.0 12.1 12.2 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ 14.0 14.1 14.2 Find a Grave — 1996.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ Паперный З. С. Чехов Антон Павлович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1978. — Т. 29 : Чаган — Экс-ле-Бен. — С. 138–140.
- ↑ http://ibdb.com/person.php?id=4213
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118638289 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.laphamsquarterly.org/death/miscellany/its-been-long-time-ive-had-champagne
- ↑ http://encyclopedia.kids.net.au/page/an/Anton_Chekhov
- ↑ http://web.archive.org/web/20181018063925/https://www.mos-ritual.ru/novodeviche-kladbische
- ↑ Musikverkets auktoritetsdatabas — 2017.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ http://onlinelibrary.wiley.com/doi/10.1002/rmv.365/pdf
- ↑ https://goslitmuz.ru/istoriya-eksponata/?ID=1775
- ↑ Russian literature; Anton Chekhov. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 14 June 2008.