სამსახურებრივი რომანი
„სამსახურებრივი რომანი“ (რუს. Служе́бный рома́н) — საბჭოთა მხატვრული ორსერიიანი კომედიური ფილმი, გადაღებული რეჟისორ ელდარ რიაზანოვის მიერ, კინოსტუდია „მოსფილმში“. გამოვიდა 1977 წელს. 1978 წლის მონაცემებით საბჭოთა კავშირის მასშტაბით ფილმი 58 მილიონზე მეტმა მაყურებელმა იხილა.
„სამსახურებრივი რომანი“ | |
---|---|
რეჟისორი | ელდარ რიაზანოვი |
სცენარის ავტორი | ემილ ბრაგინსკი, ელდარ რიაზანოვი |
როლებში |
ალისა ფრეინდლიხი ანდრეი მიაგკოვი სვეტლანა ნემოლიაევა ოლეგ ბასილაშვილი ლია ახეჯაკოვა |
კომპოზიტორი | ანდრეი პეტროვი |
ოპერატორი | ვლადიმირ ნახაბცევი |
სტუდია | მოსფილმი; კომედიური და მუსიკალური ფილმების შემოქმედებითი გაერთიანება |
გამოსვლის თარიღი | 1977 |
ხანგრძლივობა | 151 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | რუსული |
ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ალისა ფრეინდლიხი, ანდრეი მიაგკოვი, სვეტლანა ნემოლიაევა, ოლეგ ბასილაშვილი და ლია ახეჯაკოვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ინფორმაცია „მოსფილმის“ საიტზე დაარქივებული 2014-10-09 საიტზე Wayback Machine.
- ინფორმაცია დაარქივებული 2012-05-01 საიტზე Wayback Machine. ეროვნული კინოს ენციკლოპედიაში დაარქივებული 2007-12-11 საიტზე Wayback Machine.
- „სამსახურებრივი რომანი“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)