ოლეგ ვალერიანის ძე ბასილაშვილი (რუს. Олег Валерианович Басилашвили; დ. 26 სექტემბერი 1934, მოსკოვი) — ქართული წარმოშობის რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. სსრკ სახალხო არტისტი (1984). თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).

ოლეგ ბასილაშვილი

ოლეგ ბასილაშვილი 2014 წელს
დაბადების სახელი ოლეგ ბასილაშვილი
დაბადების თარიღი 26 სექტემბერი, 1934 (1934-09-26) (90 წლის)
მოსკოვი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1957- დღემდე
მეუღლე(ები) ტატიანა დორონინა
გალინა მშანსკაია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოლეგ ბასილაშვილის მამა ვალერიან ბასილაშვილი იყო ინჟინერი, ხოლო დედა ირინა ილინსკაია — ლინგვისტი.[1] 1956 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო აკადემიის თეატრთან არსებული ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის სკოლა-სტუდია. მუშაობდა ლენინგრადის კომკავშირის სახელმწიფო თეატრში, 1959 წლიდან კი მოღვაწეობს ლენინგრადის დიდ დრამატულ თეატრში. ამ თეატრში მან 50-ზე მეტი როლი შეასრულა, მათ შორის ხლესტაკოვის (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ანდრია პროზოროვისა და ვოინიცკის (ანტონ ჩეხოვის „სამი და“, „ძია ვანია“), ლაფჩენკოს (ალექსი არბუზოვის „ირკუტსკული ამბავი“), სერპუხოვის (ლევ ტოლსტოის „ცხენის ამბავი“) და სხვა. კინოში იღებენ 1956 წლიდან. შესრულებული აქვს 40-მდე როლი. მსახიობს ფართო პოპულარობა მოუტანა ფილმებმა: „სამსახურებრივი რომანი“ (1977), „ვაგზალი ორისთვის“ (1982), „შემოდგომის მარათონი“ (1979) და სხვა. ბასილაშვილის სამსახიობო მანერისათვის დამახასიათებელია თავდაჭერილობა, სირბილე, ფაქიზი ფსიქოლოგიზმი, მომხიბლაობა.[2]

იყო სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ხოლო 1990-1993 წლებში რსფსრ სახალხო დეპუტატი. რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო წევრი. რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის „ნიკას“ აკადემიკოსი.[3]

2010 წელს მიხეილ სააკაშვილმა ოლეგ ბასილაშვილი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბრწინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. მსახიობს ჯილდო პრეზიდენტის სასახლეში გადაეცა.[4]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება