არჩილ გომიაშვილი
არჩილ მიხეილის ძე გომიაშვილი (დ. 23 მარტი, 1926, ჭიათურა — გ. 31 მაისი, 2005, მოსკოვი) — ქართველი მსახიობი, ბიზნესმენი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1966).
არჩილ გომიაშვილი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
23 მარტი, 1926 ჭიათურა, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
31 მაისი, 2005 (79 წლის) მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | თეატრის მსახიობი, კინომსახიობი |
აქტიური | 1957-1993 |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი |
ბიოგრაფია რედაქტირება
არჩილ გომიაშვილი დაიბადა 1926 წელს ქალაქ ჭიათურაში, 1940–1942 წლებში სწავლობდა თბილისის ხელოვნების კოლეჯში, სახვითი ხელოვნების განხრით. თეატრისადმი ინტერესი არჩილ გომიაშვილმა გამოავლინა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლაში სწავლის დროს,სადაც მან ისწავლა რამდენიმე წლის განმავლობაში. იგი თბილისში, მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრის აკადემიურ დასში. 1958 წელს, მსახიობმა მუშაობა დაიწყო გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრში, შემდეგ კი — გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში.
არჩილ გომიაშვილმა სახალხო აღიარება მოიპოვა 1971 წელს, როდესაც მან ითამაშა ოსტაპ ბენდერის როლი ფილმში „12 სკამი“. რუსეთში გადასვლის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს თავდაპირველად მოსკოვის ლენინის სახელობის თეატრში, შემდებ კი პუშკინის სახელობის დრამატულ თეატრში.
არჩილ გომიაშვილი 1990 წელს კომპანია „სითი ბიზნესის“ პრეზიდენტი გახდა, ხოლო 1992 წელს მან მოსკოვში გახსნა კლუბი „ოქროს ოსტაპი“, რომელმაც მცირე დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ფილმოგრაფია რედაქტირება
- 1957: „Лично известен“ (მანტაშეროვი) რეჟისორები გრიგოლ ბალასანიანი, ერაზმ კარამიანი, სტეფანე კევორკოვი
- 1962: „თხუნელა“ (ზურაბ) რეჟ. შალვა მარტაშვილი
- 1965: „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“ (ლომების მომთვინიერებელი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1965: „Чрезвычайное поручение“ (მანტაშეროვი) რეჟისორები ერაზმ კარამიანი, სტეფანე კევორკოვი
- 1965: „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ (კოსტაია) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1968: „Взрыв после полуночи“
- 1971: 12 стульев (ოსტაპ ბენდერი) (გაახმოვანა იური სარანცევი, სიმღერებს ასრულებს ვალერი ზოლოტუხინი , ზოგიერთ ეპიზოდებში გომიაშვილი ახმოვანებს საკუთარ თავს)
- 1977: Мимино (ნუგზარ პაპიაშვილი — დაზარალებული)
- 1978: „Любовь моя, печаль моя“ (აშრაფი)
- 1978: „კავკასიური ამბავი“ (ეპოშკა) რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1980: „Комедия давно минувших дней“ (ოსტაპ ბენდერი) (გაახმოვანა იური სარანცევი)
- 1981 „Золотое руно“ (იაკობი)
- 1983: „Раннее, раннее утро“ (გორდეი ლუკიჩი); მესამე სერიაში (პოლიციელი)
- 1984: „Медный ангел“ (ანტონიო ვალდესი, განგსტერი)
- 1984: „სკაპენის ოინები“ (სკაპენი, რეჟისორი) რეჟ. რეჟისორები გიორგი კალატოზიშვილი, მიხეილ კალატოზიშვილი (უმცროსი)
- 1986: „Без срока давности“
- 1986: „Государственная граница. Год сорок первый“ (სტალინი)
- 1986: „Мой любимый клоун“ (პაშა ფოკინი)
- 1989 : „Сталинград“ (სტალინი)
- 1990: „Война на западном направлении“ (სტალინი)
- 1990: „Место убийцы вакантно…“
- 1990: „Супермен“
- 1992: „Официант с золотым подносом“ (შოთა ჭანტურია, კაფეებისა და რესტორნების ტრესტის უფროსის მოადგილე)
- 1993: „Ангелы смерти“ (სტალინი)
- 1993–1994: „Трагедия века“ (ტელესერიალი) (სტალინი)
არჩილ გომიაშვილს სულ შესრულებული აქვს 30 კინოროლზე მეტი.
ლიტერატურა რედაქტირება
- გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 93.