ერაზმ კარამიანი
ერაზმ კარამიანი (სომხ. Էրազմ Քարամյան; ნამდვილი გვარი მელიქ-კარამიანი; დ. 15 მარტი 1912, პარიზი — გ. 15 ივნისი, 1985, ერევანი) — სომეხი კინორეჟისორი, თეატრალური რეჟისორი, სცენარისტი. სსრკ სახალხო არტისტი (1971).
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წლიდან მუშაობდა რეჟისორად დასავლეთ ციმბირისა და მოსკოვის თეატრებში.
1936 წელს დაამთავრა ხარკოვის მუსიკალურ-დრამატული ინსტიტუტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტი. 1937 წლიდან კინოსტუდია „არმენფილმში“ რეჟისორის ასისტენტია.[1]
იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1945 წლიდან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი.
გადაღებული აქვს ფილმები: „მოჩვენებანი ტოვებენ მწვერვალებს“ (ს. კევორკოვთან ერთად, 1955), „ცნობილია პირადად“ (ს. კევორკოვთან და გ. ბალასანიანთან ერთად, 1957), „თორმეტი თანამგზავრი“ (1961) „აფეთქება ნაშუაღამევს“ ( ს. კევორკოვთან ერთად, 1968) და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1945 — წითელი ვარსკვლავის ორდენი
- 1955 — სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
- 1956, 1971 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1966 — სომხეთის სსრ სახალხო არტისტი
- 1971 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1982 — ხალხთა მეგობრობის ორდენი
- 1985 — სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“
- მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“
- მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წელი“
- მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“
- საიუბილეო მედალი ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად
- მედალი „მოსკოვის დაცვისათვის“
- მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
- მედალი „პრაღის გათავისუფლებისათვის“
ლიტერატურა
რედაქტირება- Ризаев С., Армянская художественная кинематография, Ер., 1963.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Карамян Эразм Александрович // Большая советская энциклопедия : [в 30 т.] / гл. ред. А. М. Прохоров. — 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1969—1978.