თორმეტი თანამგზავრი

„თორმეტი თანამგზავრი“ — 1961 წლის კინოსტუდია „არმენფილმის“ ფილმი, რომლის რეჟისორია ერაზმ კარამიანი. ფილმი გადაღებულია ნ. შუნდიკის პიესის სიუჟეტის მიხედვით.

„თორმეტი თანამგზავრი“
დამდგმელი რეჟისორი ერაზმ კარამიანი
სცენარის ავტორი მიხეილ ოვჩინიკოვი,
მიკაელ შატირიანი,
ნიკოლაი შუნდიკი
როლებში გურგენ ტონუნცი,
დავიდ მალიანი,
გურგენ ჯანიბეკიანი
კომპოზიტორი ედუარდ მირზოიანი
ოპერატორი დიმიტრი ფელდმანი
სტუდია „არმენფილმი“
გამოსვლის თარიღი 1961
ხანგრძლივობა 77 წუთი
ქვეყანა სომხეთის სსრ–ის დროშა სომხეთის სსრ, (სსრკ)

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით მიფრინავს, კავკასიონის ქედზე ქარიშხლის არიდებისას თავისი ტრასიდან აცდება და მართვის ცენტრთან კავშირი უწყდება. საწვავის მარაგიც მცირეა და მფრინავი შეუძლებელს აკეთებს: ერთ-ერთი მყინვარის რაიონში განახორციელებს დაშვებას. მფრინავი, რომელიც ომის დროს იბრძოდა ამ ადგილებში, ხვდება, რომ მყინვარების მახეში მოექცნენ. ერთადერთი გამოსავალი უღელტეხილზე გადასვლაა, მაგრამ ზამთარში ესეც შეუძლებელია. ისინი მხოლოდ დახმარების იმედად რჩებიან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება