გურგენ ჯანიბეკიანი
გურგენ ჯანიბეკის ძე ჯანიბეკიანი (სომხ. Գուրգեն Ջանիբեկի Ջանիբեկյան; ნამდვილი გვარი ხაჩატრიანი. დ. 18 მაისი [ ძვ. სტ. 6 მაისი], 1897, ერევანი — გ. 27 სექტემბერი, 1978, იქვე) — სომეხი მსახიობი, სსრკ სახალხო არტისტი (1967).
სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1918 წელს ერევანში. მუშაობდა ლენინაკანისა და თბილისის სომხურ თეატრებში. 1924 წლიდან გ. სუნდუკიანის სახელობის სომხური თეატრის მსახიობია (ერევანი). საუკეთესო როლები: სეირანი (შირვანზადეს „ნამუსი“), ფიგარო (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ოტელო (შექსპირის „ოტელო“), პროტასოვი (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), გაევი (ჩეხოვის „ალუბლის ბაღი“), ბარეღამ პაჰლავუნი (დემირჭიანის „ნაპოლეონ კორკოტიანი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „ზანგეზური“ (საქო, 1938), „თორმეტი თანამგზავრი“ (ხაჩატური, 1961) და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- 1938 — სომხეთის სსრ სახალხო არტისტი
- 1945 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1952 — III ხარისხის სტალინური პრემია
- 1956 — ლენინის ორდენი
- 1967 — სსრკ სახალხო არტისტი
- 1973 — სომხეთის სსრ-ის სახელმწიფო პრემია
- 1976 — ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
- მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
- საპატიო ნიშნის ორდენი
- მედალი „კავკასიის დაცვისათვის“
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 539.