თბილისის სომხური დრამატული თეატრი

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრი (ყოფილი შაუმიანის სახელობის) — სომხურენოვანი სახელმწიფო თეატრი თბილისში, ქეთევან წამებულის №8-ში; წარმოდგენები სომხურ ენაზე იმართება 1858 წლიდან. თეატრის მიმდინარე მმართველია არმენ ბაინდურიანი.

თეატრის ძველი, 2018 წლამდე არსებული შენობა

აქ აღიზარდა გამოჩენილ მსახიობთა რამდენიმე თაობა. ახლანდელი თეატრი დაარსდა 1921 წელს. 1955 წელს მიენიჭა ს. შაუმიანის სახელი. სხვადასხვა წლებში აქ მოღვაწეობდნენ მსახიობები: ო. მაისურიანი, ო. გულაზიანი, ვ. ფაფაზიანი, ა. არმენიანი, გ. და მ. ბეროიანები, ბ. ნერსესიანი, ა. ლუსინიანი და სხვა; რეჟიზორები ა. ბურჯალიანი, ს. ქაფანაკიანი, ა. აბრამიანი, ფ. ბჟიკიანი. თეატრში თანამშრომლობდნენ ქართველი რეჟისორები გ. ჟურული, გ. ლორთქიფანიძე, ს. ჭელიძე, დ. ანთაძე, დ. ალექსიძე და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება