ედუარდ მირზოიანი (სომხ. Էդվարդ Միրզոյան დ. 12 მაისი, 1921 გორი — გ. 5 ოქტომბერი, 2012, ერევანი) — სომეხი კომპოზიტორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1981).

ედუარდ მირზოიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 12 მაისი, 1921
დაბ. ადგილი გორი, საქართველოს სსრ
წარმოშობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ სომხეთის დროშა სომხეთი
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი, 2012 (91 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი, სომხეთი
დასაფლავებულია კომიტასის პანთეონი
ეროვნება სომხები[1]
საქმიანობა კომპოზიტორი, პედაგოგი
ედუარდ მირზოიანი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1921 წლის 12 მაისს ქალაქ გორში (საქართველო). 3 წლის ასაკში დედასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ერევანში. იგი სწავლობდა ერევნის სამუსიკო სკოლაში. 1941 წელს დაამთავრა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი. 1942 წელს მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში. ომის დროს, მან დაწერა უამრავი სამხედრო და პატრიოტული სიმღერა. 1945-1946 წლებში იყო მუსიკალური სკოლის პედაგოგი ერევანში. 1948 წლიდან იგი პედაგოგია ერევნის კონსერვატორიაში. ედუარდ მირზოიანმა აღზარდა ისეთი ცნობილი მუსიკოსები და კომპოზიტორები როგორიცაა - კონსტანტინე ორბელიანი, რობერტ ამირხანიანი, ხაჩატურ ავეტისიანი და სხვები.

გარდაიცვალა 2012 წლის 5 ოქტომბერს ერევანში. დაკრძალულია კომიტასის პანთეონში.

  • მამა — სიმონ ალიკანოვი (პოლკოვნიკი)
  • დედა — ლუსია პერშანგოვა (მსახიობი)
  • მამინაცვალი — მიქაელ ივანეს ძე მირზოიანი (1888-1958), კომპოზიტორი, პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული არტისტი.

შემოქმედება

რედაქტირება

ედუარდ მირზოიანმა შექმნა უამრავი სხვადასხვა ჟანრის ნამუშევრები, რომლებმაც აღიარება მოუტანა მას, მის ნამუშევრებს დიდი ადგილი უკავია მსოფლიო მუსიკის საგანძურში. მათ შორისაა:

  • „სადღესასწაულო კანტატა“ (1949),
  • „ლენინის კანტატა“ (1950),
  • „II მსოფლიო ომის გმირები“ (1944),
  • უვერტიურა (1947),
  • „პოემა“ (1955)
  • სიმებიანი კვარტეტი (1947),
  • სონატა ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის (1939),
  • სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსათვის (1967),

ასევე აქვს შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები ფილმებისათვის.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • 1959 — „მეწყერი“
  • 1973 — „ქაოსი“
  • 1975 — „დღეს არის მზიანი დღე“ (დოკუმენტური)
  • 1977 — „რევკომის თავმჯდომარე“

ჯილდოები

რედაქტირება
  • სსრკ სახალხო არტისტი (1981)
  • ლენინის ორდენი (1971)
  • ღირსების ორდენი (2011)
  • ჯილდო არამ ხაჩატურიანი (სსრკ კულტურის სამინისტრო, 1988)
  • ლეონარდო და ვინჩის მედალი (ევროპული კომიტეტის საჯარო ჯილდო და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრიზი, (2006)[2]
  • სომხეთის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ოქროს ჯილდო (2006)
  • სსრკ - ის მედლები
  • ერევნის საპატიო მოქალაქე (2001).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Հայկական սովետական հանրագիտարանԵրևան: 1981. — ტ. 7. — გვ. 618.
  2. Музыкант от Бога. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-10-28.