კონსტანტინე ორბელიანი

კონსტანტინე ორბელიანი (სომხ. Կոնստանտին Օրբելյան) (დ. 29 ივლისი, 1928 — გ. 24 აპრილი, 2014) — სომეხი პიანისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი, სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1974), სსრკ-ის სახალხო არტისტი (1979).

კონსტანტინე ორბელიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 ივლისი , 1928
დაბ. ადგილი არმავირი
გარდ. თარიღი 24 აპრილი, 2014
გარდ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
დასაფლავებულია კომიტასის პანთეონი
საიტი korbelian.com
კონსტანტინე ორბელიანი ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

კონსტანტინე ორბელიანი დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს არმავირში (სხვა მონაცემებით ბაქოში) სომხეთის ორბელიანების სამეფო დინასტიის შთამომავალის, სიუნიქის მმართველის ოჯახში.

ადრეულ ასაკში მან გამოამჟღავნა მუსიკალური ნიჭი და მოხვდა ბაკინის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერთა სკოლაში, მაგრამ 1936 წელს მისი ოჯახი რეპრესირებულ იქნა და იგი გაირიცხა სკოლიდან. იგი იძულებული იყო ემუშავა პიანისტად ბაკინის სპორტის საზოგადოება — „ბურევესტნიკში“. 1942 წელს, იგი მიიღეს პიანისტად და აკორდეონისტად მერვე ავიაციური კორპუსის სამხედრო ორკესტრში. 1943 წელს ერევანში გასტროლის დროს, ნიჭიერ მუსიკოსს ყურადღება მიაქცია საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელმა არტემ აივაზიანმა და მიიწვია იგი თავის კოლექტივში, სადაც 1943-1952 კონსტანტინე ორბელიანი თავდაპირველად პიანისტი, შემდეგ კი დირიჟორი იყო.

1945 წლიდან იწყებს მუშაობას როგორც კომპოზიტორი. ორკესტრისათვის იგი ამუშავებს ხალხური სიმღერებს და თხზავს. მისი პირევლი ნაწარმოებია - „იავნანა“.

1952 წელს იგი მოეწყო რომანოს მელიქიანის სამუსიკო სასწავლებელში. სწავლასთან ერთად მუშაობდა კონცერტმაისტერად ერევნის ოპერისა და ბალეტის თეატრში.

1954 წელს წარმატებით დაამთავრა სასწავლებელი და მოეწყო [ერევნის კონსერვატორიაში (დაამთავრა 1961 წელს დაამთავრა ე.მ. მირვოიანის კლასი კომპოზიციის განხრით).

1954 წელს რადიოში დააფუძნა ინსტრუმენტული კვინტეტი.

1956 წელს დაინიშნა ერევნის სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის დირიჟორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. ამ თანამდებობაზე ორბელიანი 36 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, შეიყვანა იგი სსრკ წამყვანი ჯაზური კოლექტივის რიგებში. ორკესტრთან ერთად, კონსტანტინე ორბელიანი გასტროლებზე იმყოფებოდა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში. იგი არაერთხელ მიუწვევიათ ჟიურის წევრად საერთაშორისო ჯაზის კონკურსებზე. როგორც კომპოზიტორი უხამებს თანამედროვე კლასიკურ და „მსუბუქი მუსიკის“ ჟანრებს. მისმა სიმფონიურმა და კამერულმა ნაწარმოებებმა, მუსიკამ თეატრისა და კინოსათვის, სიმღერებმა და ჯაზურმა მუსიკამ მიიღო ფართო საზოგადოებრივი აღიარება, შეფასებული მაღალი საერთაშორისო პრემიებით. კომპოზიტორი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს ნაციონალურ-პატრიოტული მუსიკის ჟანრშიც. იგი სომხეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება