დავიდ მალიანი (სომხ. Դավիթ Մալյան; დ. 17 აპრილი, 1904, ზაქათალა — გ. 17 ივლისი, 1976, ერევანი)[1] — სომეხი და საბჭოთა მსახიობი, საბჭოთა კავშირის (1974) და სომხეთის სსრ-ის სახალხო (1942) არტისტი.

დავიდ მალიანი
დაბადების თარიღი 17 აპრილი, 1904
ზაქათალა
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 1976 (72 წლის)
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
ჯილდოები შრომის წითელი დროშის ორდენი სტალინის პრემია სტალინის პრემია
სსრკ სახალხო არტისტი

არის ჰენრიხ მალიანის (სსრკ სახალხო არტისტი, 1982) ბიძა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დავიდ მალიანი დაიბადა 1904 წელს ქალაქ ზაქათალაში. დაწყებითი განათლება ადგილობრივ სამრევლო სკოლაში მიიღო, რომელიც დაუსრულებელი დატოვა, რადგან 1918 წელს ოჯახთან ერთად აზერბაიჯანიდან საქართველოში, ჯერ თელავში, შემდეგ თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

მალიანმა პროფესიული განათლება მიიღო თბილისის დრამატულ სტუდია „აიარტუნში“ 1924 წელს არშაკ ბურჯალიანის და სტეპან კაპანაკიანის ხელმძღვანელობით. მცირე ხნით მუშაობდა ერევნის პირველ სახელმწიფო თეატრში, შემდეგ სამუშაოდ გადავიდა თბილისში, სომხურ დრამატულ თეატრში.

1929-1930 წლებში დავიდ მალიანი მუშაობდა ლენინაკანის დრამატულ თეატრში (ამჟამინდელი ვარდან აჯემიანის სახელობის გიუმრის დრამატული თეატრი. ამის შემდეგ მან ორი სეზონი გაატარა ერევნის მუშათა თეატრში. შემდეგ მსახიობი გადავიდა „არმენფილმში“ და 1937 წელს დამკვიდრდა სუნდუკიანის სახელობის ერევნის დრამატულ თეატრში, როგორც მსახიობი.[2]

თეატრში ნათამაშები როლებიდან აღსანიშნავია: ჯეიდი („მომგებიანი პოზიცია“), კრეჩინსკი („კრეჩინსკის ქორწილი“), მიქაელიანი („კაპიტანი“, 1938), ჰარი სმიტი („რუსული საკითხი“, 1947), მიქაელ ნალბანდიანი („მიქაელ ნალბანდიანი“, 1952), ავალიანი, („სიმაღლეებში“), ტიგრანი („გამბედაობა“), ტუსიანი („მოკლული მტრედი“, 1944), კარენი („ცოცხალი ლეში“, 1951), ჩეპურნოი („მზის შვილები“, 1953) და სხვა.

იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი (1942 წლიდან), სომხეთის სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ავტორია წიგნისა „სახეები, შეხვედრები“ (1974).

დავიდ მალიანი 1976 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა ერევანში. დაკრძალულია თოხმახის სასაფლაოზე.

 
დავიდ მალიანის მემორიალური დაფა ერევანში

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ერევანში არის დავიდ მალიანის ქუჩა[3]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ფილმი მშობლიური სახელწოდება როლი
1926 შორი და შორშორი Շոր և Շորշոր ეშმაკი
1935 პეპო Պեպո კაკული
1937 ექვსი ზალპი Վեց համազարկ ოფიცერი
1938 ზანგეზური Զանգեզուր მაკიჩი
1939 სევანის მეთევზეები Սևանի ձկնորսները არამი
1939 მთის მარში Լեռնային արշավ ვარდანი
1941 სისხლი სისხლის წილ Արյան դեմ արյուն ტანკის მეთაური
1941 პატრიოტების ოჯახი Հայրենասերների ընտանիքը ლევონი
1943 დავიდ-ბეგი Դավիթ Բեկ თავადი შაუმიანი
1955 ადრესატის ძიებაში Հասցեատիրոջ որոնումները სურენი
1955 მოჩვენებანი ტოვებენ მწვერვალებს Ուրվականները հեռանում են լեռներից სატუნცი
1956 გული მღერის Սիրտն է երգում მარკარიანი
1957 ვის უღიმის ბედი Ում է ժպտում կյանքը მეცატურიანი
1957 ცნობილია პირადად Անձամբ ճանաչում եմ ოსკარ კონი
1960 დაბადებულნი სიცოცხლისთვის Կոչված են ապրելու პეტროსიანი
1961 თორმეტი თანამგზავრი Տասներկու ուղեկիցներ მინასიანი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ა. არაქსმანიანი, „დავიდ მალიანი“. 1957.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Դավիթ Մալյան
  2. (1967) Հայ սովետական թատրոնի պատմություն. Երևան: ՀՍՍՀ Գիտությունների Ակադեմիայի Հրատարակչություն. 
  3. დავიდ მალიანის ქუჩა