მარინა თბილელი

(გადამისამართდა გვერდიდან მარინე თბილელი)

მარინე თბილელი (დ. 25 ოქტომბერი, 1920, თელავი — გ. 23 მარტი, 2002) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966), საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

მარინე თბილელი
მარინა თბილელი.jpg
დაბადების სახელი მარინე დობროვსკაია
დაბადების თარიღი 25 ოქტომბერი, 1920
თელავი
გარდაცვალების თარიღი 23 მარტი, 2002 (81 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) აკაკი დვალიშვილი
შვილ(ებ)ი ბაია დვალიშვილი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაიბადა 1920 წლის 25 ოქტომბერს, თელავში. 1940 წელს დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში. იქ მისულ ახალბედა მსახიობს მფარველად აკაკი ვასაძე მოევლინა, რომელმაც დაანათლა გვარი „თბილელი“ და ამ ფსევდონიმით აკურთხა ქართულ სცენაზე. 1940–1944 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის, 1944–1946 წლებში — სოხუმის თეატრის, 1946 წლიდან — კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1975 წლიდან კი ისევ რუსთაველის თეატრის მსახიობი. გამორჩეული იყო ჭეშმარიტი არტისტიზმით, მუსიკალურობით, პლასტიკურობითა და გარდასახვის უნარით. განსახიერებული აქვს ისეთი როლები, როგორიცაა: თეკლა ბატონიშვილი (ს. შანშიაშვილის „კრწანისის გმირები“), ფლორელა (ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწავლებელი“), დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“), ნათელა (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), მილენინა (ა. გელოვანის „დასაწყისი“), იორკის მთავრის მეუღლე (უ. შექსპირის „რიჩარდ III“ და სხვა.

კინოში მოღვაწეობა 1955 წლიდან დაიწყო. გამორჩეულია მისი შესრულებული როლები ფილმებში: „თოჯინები იცინიან“ (ალისა), „თხუნელა“ (ანა) და სხვა. საინტერესო სახეები შექმნა სომხურ ფილმებში: როზალია („ღირსებისთვის“, 1956, ერევნის კინოსტუდია), გოჰარი („დედის გული“, 1958), ზარუი („თორმეტი თანამგზავრი“, 1962) და სხვა.

ჯილდოები და აღიარებარედაქტირება

  • 1966საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
  • 1999ღირსების ორდენი ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ქართულ კინოში მრავალფეროვანი სახეების ოსტატურად შექმნისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

ფილმოგრაფიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება