ტელეფილმისთვის იხილეთ: ანარეკლი (ტელეფილმი)

„ანარეკლი“1974 წლის ქართული საბჭოთა ფილმი. რეჟისორი ოთარ აბესაძე.[1]

„ანარეკლი“
დამდგმელი რეჟისორი ოთარ აბესაძე
სცენარის ავტორი თეიმურაზ მაღლაფერიძე,
ოთარ აბესაძე
კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი ეთერ ჯებაშვილი
ოპერატორი არჩილ ფილიპაშვილი
მონტაჟი ევგენია ბეჟანოვა
მხატვარი ვასილ არაბიძე
სტუდია „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1974
ხანგრძლივობა 81 წთ.
ქვეყანა დროშა: სსრკ სსრკ
დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმის ავტორები ცდილობენ ყურადღება მიაპყრონ თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს: პატიოსნებას, ოჯახურ ურთიერთობას, მიტოვებულ სოფლებს. ინსტიტუტის თანამშრომელს ჯაბა იმედაძეს კონფლიქტი მოსდის დისერტაციის არაკეთილსინდისიერი გზით მაძიებელთან, ამას ერთვის ოჯახური უსიამოვნებებიც. სწორედ ამ დროს ჯაბას სოფლად ექსპერიმენტს შესთავაზებენ - მშობლიურ სოფელში მას საყვარელი საქმე და სასურველი ადამიანები ელოდებიან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება