კოტე დაუშვილი
კონსტანტინე (კოტე) დავითის ძე დაუშვილი (დ. 19 მარტი [ძვ. სტ. 6 მარტი] 1909, ბაქო — გ. 5 ივლისი, 1980) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1958). სომხეთის სსრ სახალხო არტისტი (1979). სცენაზე გამოდიოდა 1927 წლიდან.
კოტე დაუშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | კონსტანტინე დაუშვილი |
დაბადების თარიღი |
19 მარტი, 1909 ბაქო, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 5 ივლისი, 1980 (71 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1927-1979 |
შვილ(ებ)ი |
ჯანგირი გივი |
1928–1931 წლებში მუშაობდა წითელი არმიის ქართულ თეატრში (თბილისი). 1931–1934 წლებში იყო მარჯანიშვილის სახალხო თეატრის, 1934–1935 წლებში — ბაქოს ქართული თეატრის, 1935–1938 წლებში თბილისის კინოსტუდიის მსახიობი. 1942–1958 წლებში კვლავ მარჯანიშვილის სახალხო თეატრშია.
თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ბეგლარი (კალაძის „როგორ“), კვეჟენაძე (შალვა დადიანის „კაკალ გულში“), ჯიბილო (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), კნუროვი (ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“), გელა (ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვრის“ ინსცენირება), გიჟუა (აქვსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“) და სხვა.
კინოში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: მწყემსი ბიჭი („უდაბნო“, 1932), ბიგაი („მდინარის იქით“, 1934), ნიკო („გაზაფხული საკენში“, 1950), მოურავი („აკაკის აკვანი“, 1947), სელიმ-ხანი („ბაში-აჩუკი“, 1956), გიგია („პაპა გიგია“, 1960), ბოდოკია („დიდოსტატის მარჯვენა“, 1970), კაც ზვამბაია („მთვარის მოტაცება“, I სერია 1972, II სერია 1973), ციციკორე („ნატვრის ხე“, 1976) და სხვა.
დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1932: „უდაბნო“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1933: „უკანასკნელი ჯვაროსნები“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1934: „უჟმური“ (ფარნა - ბობოლა გლეხი) რეჟ. ნუცა (ნინო) ღოღობერიძე
- 1935: „არშაულა“ რეჟ. დავით რონდელი
- 1935: „მდინარის გაღმა“ (ბიგაი-მნე, ყოფილი ბოქაული) რეჟ. ზაქარია ბერიშვილი
- 1939: „სამშობლო“ (იაგორი — ნათელას მამა, კოლმეურნე) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
- 1940: „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (ჯიბილო) რეჟ. დიომიდე ანთაძე
- 1943: „უჩინარი იანი“ (გესტაპოს აგენტი) რეჟისორები ვლადიმერ პეტროვი, ისიდორე ანენსკი
- 1943: „გიორგი სააკაძე“ (ბერი ტრიფილი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1944: „ჯურღაიას ფარი“ რეჟისორები სიკო დოლიძე, დავით რონდელი
- 1945: „ოქროს ბილიკი“ (შეტმანი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1947: „აკაკის აკვანი“ (მოურავი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1950: „გაზაფხული საკენში“ (ნიკო) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1955: „ცისკარა“ (დევი) რეჟ. სერგო ჭელიძე
- 1956: „ბაში-აჩუკი“ (სელიმხანი) რეჟ. ლეო ესაკია
- 1957: „ოთარაანთ ქვრივი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1958: „ფატიმა“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1959: „ყვავილი თოვლზე“ რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1960: „პაპა გიგია“ (პაპა გიგია) რეჟ. ზაქარია გუდავაძე
- 1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (თორნიკე) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1961: „ჭიაკოკონა“ (ლევანტი) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1962: „ალავერდობა“ (ლეკი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1962: „თხუნელა“ (კოლმეურნეობის თავმჯდომარე) რეჟ. შალვა მარტაშვილი
- 1963: „ვინ შეკაზმავს ცხენს“ (ალხასი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1963: „ცეროდენა რაინდები“ (ბაქარი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1964: „ზღვის შვილები“ (ბოცო კალანდაძე) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1965: „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ (მღვდელი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1965: „ხევსურული ბალადა“ (მგელიკა) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1965: „ჯილდო“ (ოფიცერი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1966: „ლონდრე“ (ვაჭარი გეო) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1966: „შეხვედრა მთაში“ (ზვიადი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1967: „ცისკრის ზარები“ (გიორგი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1968: „არ იდარდო!“ (მამაო) რეჟ. გიორგი დანელია
- 1968: „განგაში“ (დომენტი — ბრიგადირი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1970: „ჩერმენი“ (ჰაჯი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1970: „სემირამიდას ბაღები“ (გერასიმე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1970: „დიდოსტატის მარჯვენა“ (ბოდოკია) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
- 1972: „ჩარი რამა“ (კირილე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1973: „ბებერი მეზურნეები“ (მეთევზე გოლი) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1973: „მთვარის მოტაცება“ (კაც ზვამბაია) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1974: „ღამის ვიზიტი“ (მელაძე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1974: „ანარეკლი“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1975: „ჩიტის რძე“ (მენავე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1976: „ნატვრის ხე“ (ციციკორე) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1976: „თვალი პატიოსანი“ რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1977: „მიმინო“ რეჟ. გიორგი დანელია
- 1977: „ფედია“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1979: „წინაპართა მიწა“ (დავითი) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გიული ჭოხონელიძე
- 1979: კაცია ადამიანი?! რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- კალაძის „როგორ“ (ბეგლარი)
- შალვა დადიანის „კაკალ გულში“ (კვეჟენაძე)
- პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ (ჯიბილო)
- ალექსანდრე ოსტროვსკის „უმზითვო“ (კნუროვი)
- ალექსანდრე ყაზბეგის „მოძღვრის“ ინსცენირება (გელა)
- აქვსენტი ცაგარელის „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ (გიჟუა)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1958: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1979: სომხეთის სსრ სახალხო არტისტი
- 1950: „საპატიო ნიშნის“ ორდენი[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- მეტრეველი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 400.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Архивированная копия. ციტირების თარიღი: 2022-03-17