თვალი პატიოსანი (ფილმი)
თვალი პატიოსანი — სს „ქართული ფილმის" 1976 წლის ფილმი. რეჟისორი — შოთა მანაგაძე.[1]
„თვალი პატიოსანი“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | შოთა მანაგაძე |
სცენარის ავტორი |
გურამ ფანჯიკიძე, შოთა მანაგაძე |
როლებში |
მურმან ჯინორია ვახტანგ კიკაბიძე თათული დოლიძე |
კომპოზიტორი | რევაზ ლაღიძე |
ხმის ოპერატორი | რაფიელ კეზელი |
ოპერატორი | მიხეილ მედნიკოვი |
მხატვარი | ვასილ არაბიძე |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1976 |
ხანგრძლივობა | 84 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი გადაღებულია გურამ ფანჯიკიძის ამავე სახელწოდების რომანის მოტივების მიხედვით. იგი მოგვითხრობს ორი მეგობრის — თამაზის და ოთარის ურთიერთობის შესახებ. ისინი ერთმანეთს გვერდში უდგანან და ეხმარებიან ფიზიკური და სულიერი დაბრკოლებების გადალახვაში.
როლებში
რედაქტირება- მურმან ჯინორია — თამაზ იაშვილი
- ვახტანგ კიკაბიძე — ოთარ ნიჟარაძე
- თათული დოლიძე — ნატო
- რუსუდან კიკნაძე — მედეა
- ვახტანგ ნინუა — მირონი
- კოტე დაუშვილი
- იოსებ ხაინდრავა — ოფიციანტი
- თენგიზ არჩვაძე
- თამარ სხირტლაძე
- ჭაბუა ამირეჯიბი
- შალვა ხერხეულიძე — კათედრის თანამშრომელი
- თამაზ თოლორაია
- ნოდარ მანაგაძე