ოთარაანთ ქვრივი (ფილმი)
ოთარაანთ ქვრივი — მიხეილ ჭიაურელის 1957 წლის ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც გადაღებულია ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1958 წლის 28 სექტემბერს ქალაქ მოსკოვში.[1] ვენეციის XIX საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო დიპლომი 1958 წელს.[2]
„ოთარაანთ ქვრივი“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | მიხეილ ჭიაურელი |
სცენარის ავტორი |
აკაკი ბელიაშვილი მიხეილ ჭიაურელი |
ეფუძნება | ოთარაანთ ქვრივი |
როლებში |
ვერიკო ანჯაფარიძე გიორგი შენგელაია |
კომპოზიტორი | სულხან ცინცაძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
მხატვარი | ლეონიდ მამალაძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1958 |
ხანგრძლივობა | 78 წთ. |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაოთარაანთ ქვრივში მთავარ როლს ასრულებენ: ვერიკო ანჯაფარიძე და გიორგი შენგელაია.
ფილმის სიუჟეტის თანახმად, ოთარაანთ ქვრივის ერთადერთი ვაჟი გიორგი ყოფილი ბატონის სახლში მოჯამაგირედ დადგომას გადაწყვეტს. თავმოყვარე ქვრივს დარდი მოსვენებას არ აძლევს, ხვდება, რომ მის შვილს თავადის ქალი კესო შეუყვარდა. გიორგი სიხარულით ემსახურება თავადის ასულს, ეზო-კარს წალკოტად უქცევს, თუმცა გულისნადებს ვერ მიახვედრებს. თივის ზვინიდან გადმოვარდნილი გიორგი სასიკვდილოდ დაშავდება, მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმჟღავნებს კესოს სიყვარულს. ზამთრის ერთ დღეს ოთარაანთ ქვრივს შვილის საფლავზე ნახავენ გაყინულს.
როლებში
რედაქტირებამსახიობი | როლი |
---|---|
ვერიკო ანჯაფარიძე | ოთარაანთ ქვრივი |
გიორგი შენგელაია | გიორგი |
ბორის ანდრონიკაშვილი | თავადი არჩილი |
დინარა ჟორჟოლიანი | კესო - თავადის ასული |
კოტე დაუშვილი | |
ირაკლი ნიჟარაძე | |
მარიამ დავითაშვილი | |
ალექსანდრე გომელაური | |
ალექსეი ზაგორსკი | |
ვახტანგ ნინუა | |
აკაკი კვანტალიანი | |
ბადრი კობახიძე | |
ალექსანდრე ომიაძე | სოფლის თავკაცი |
მიხეილ მგელაძე | ადვოკატი |
ირინე მაღალაშვილი | მანანა |
გიორგი დავითაშვილი | |
გიორგი ჟუჟუნაშვილი |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ოთარაანთ ქვრივი — ინფორმაცია
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, საქართველოს სსრ, გვ. 306, 1981 წელი.