ვახტანგ ნინუა
ვახტანგ ნინუა (დ. 19 სექტემბერი, 1916, ბაქო — გ. 30 დეკემბერი, 1982) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1967).
ვახტანგ ნინუა | |
---|---|
დაბადების სახელი | ვახტანგ ნინუა |
დაბადების თარიღი |
19 სექტემბერი, 1916 ბაქო, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი |
30 დეკემბერი, 1982 (66 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1939-1982 |
მეუღლე(ები) |
ნატალია ინაშვილი მეგი კვერენჩხილაძე |
შვილ(ებ)ი |
მარიკა მანანა ოთარი |
მშობლები | მამა: დავით ნინუა |
დაიბადა ბაქოში 1916 წლის 19 სექტემბერს. მამამისი, დავით ნინუა, შეძლებული პიროვნება იყო. მას ბაქოში ორი ნავთობსარეწი და კონიაკის ქარხანა ჰქონდა, სადაც თავისი სახელობის კონიაკს უშვებდა. სწავლობდა ბათუმის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. 1941 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიის სამსახიობო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის დროს 31-ე საავიაციო ქარხანაში ცვლის უფროსად მუშაობდა. 1946 წლიდან მუშაობდა კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“, ხოლო 1948 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც.
პირველი მეუღლე ნატალია ინაშვილი ფილმ „ბედნიერი შეხვედრის“ გადაღებების დროს ქობულეთში გაიცნო, ნატალია კავშირგაბმულობის სამინისტროს თანამშრომელი იყო, შეძლებული, მაგრამ რეპრესირებული ოჯახის შვილი. წყვილი 30 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა, ვახტანგმა მეორე მეუღლე მეგი კვერენჩხილაძე შეირთო, რომელიც ასევე ქობულეთში გაიცნო და პირველ ცოლთან განქორწინებამდეც ჰქონდა ურთიერთობა. პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ეყოლა — მარიკა და მანანა, მეორედან — ვაჟი, ოთარი.
გარდაიცვალა 1982 წლის 30 დეკემბერს, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1939: „დაგვიანებული სასიძო“ რეჟ. კოტე მიქაბერიძე
- 1939: „სამშობლო“ (ტიტიკო) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
- 1940: „ქალიშვილი ხიდობნიდან“ რეჟ. დიომიდე ანთაძე
- 1940: „კოლხეთის ჩირაღდნები“ (კოსტა) რეჟ. დავით რონდელი
- 1941: „ქაჯანა“ რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1949: „ბედნიერი შეხვედრა“ (ხაფიჩია) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1950: „გაზაფხული საკენში“ (აგრონომი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1952: „მწვერვალთა დამპყრობნი“ (ლევან ჭრელაშვილი) რეჟ. დავით რონდელი
- 1954: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (სატვირთოს მძღოლი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1956: „ჩრდილი გზაზე“ (შაქრო) რეჟ. დავით რონდელი
- 1956: „ორი ოკეანის საიდუმლოება“ (ლორთქიფანიძე–იხტიოლოგი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1957: „ოთარაანთ ქვრივი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1958: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე…“ რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1959: „წარსული ზაფხული“ (დამსვენებელი) რეჟისორები გენო წულაია, ნელი ნენოვა
- 1959: „განაჩენი“ (ახმახი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1959: „მაია წყნეთელი“ (ჯემალა) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1960: „ლევანა“ (ბრიგადირი) რეჟ. ლეილა გორდელაძე
- 1961: „ბურთი და მოედანი“ (გერონტი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1961: „უდიპლომო სასიძო“ (ნიკოლოზი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1963: „პალიასტომი“ (მოურავი კაცია) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1964: „ზღვის შვილები“ (ქარჩავა) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1965: „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (დარაჯი) რეჟ. დავით რონდელი
- 1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (თავადი ავთანდილი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1966: „შეხვედრა წარსულთან“ (იასონი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1968: „ტარიელ გოლუა“ (მანუჩარი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1968: „განგაში“ (დურმიშხანი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1969: „ღიმილის ბიჭები“ (პარმენი მასწავლებელი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1970: „სემირამიდას ბაღები“ (ათანასე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1972: „გლადიატორი“ (მომთვინიერებელი) რეჟ. ბაადურ წულაძე
- 1972: „ჩარი რამა“ (აბესალომი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1974: „ანარეკლი“ რეჟ. ოთარ აბესაძე
- 1976: „თვალი პატიოსანი“ რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1977: „სიცოცხლე ერმილეს“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1978: „ყვარყვარე“ რეჟ. დევი აბაშიძე