აკაკი კვანტალიანი
აკაკი (კაკო) ლუკას ძე კვანტალიანი (დ. 27 დეკემბერი [ძვ. სტ. 14 დეკემბერი], 1907, სამტრედია — გ. 27 ივლისი, 1967, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967).
კაკო კვანტალიანი | |
---|---|
დაბადების სახელი | აკაკი კვანტალიანი |
დაბადების თარიღი |
27 დეკემბერი, 1907 სამტრედია |
გარდაცვალების თარიღი |
27 ივლისი, 1967 (59 წლის) თბილისი |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბავშვობა „არათეატრალურ“ გარემოში გაატარა, თვითონ კი გატაცებული იყო იმიტაციით, იუმორისტული სცენების ჩვენებით და წარმოდგენის გამართვით. მშობლიურ ქალაქში ავიდა დრამწერის სცენაზე.
1924 წელს წარჩინებით დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი და შინაურების დაუკითხავად ჩამოვიდა თბილისში, სადაც 1925 წლიდან სწავლობდა თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ამავე დროს მონაწილეობდა თბილისის მუშათა თეატრის წარმოდგენებში. 1928 წლიდან იყო მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წამყვანი მსახიობი. წარმატებით ასრულებდა მკვეთრად სახასიათო როლებს. მათ შორის აღსანიშნავია ქუჩარა (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კორნელი (კარლო კალაძის „როგორ?“) ტიტიკო (გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“), ხახული (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ლეპორელო (ალექსანდრე პუშკინის „ქვის სტუმარი“), ნიკიფორე (მარიკა ბარათაშვილის „მარინე“), სამსონ ნებიერიძე (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952), ქერუბინო (პიერ ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ალფრედ დულიტლი (ჯორჯ ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“), ზემლიანიკა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“), ლოპიანე (პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“) და სხვა. გადაიღეს ფილმებში:„უკანასკნელი ჯვაროსნები“, „დარიკო“, „ქალი ხიდობნიდან“, „აბეზარა“, „მაგდანას ლურჯა“ და სხვა. ჩამოაყალიბა ქართული ესტრადის თეატრი, წარმატებით მოღვაწეობდა საესტრადო ჟანრში.
დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1933: „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (გელა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1935: „არშაულა“ რეჟ. დავით რონდელი
- 1936: „დარიკო“ (მეზობელი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1936: „ფრთოსანი მღებავი“ (ლექსო-მღებავი) რეჟ. ლეო ესაკია
- 1940: „ქალიშვილი გაღმიდან“ (ალი) რეჟ. ლეო ესაკია
- 1940: „ქალიშვილი ხიდობნიდან“ (ხარიტონი) რეჟ. დიომიდე ანთაძე
- 1948: „ქეთო და კოტე“ (ბონდო) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
- 1949: „ბედნიერი შეხვედრა“ (აფრასიონი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1954: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1955: „ცისკარა“ (დევი) რეჟ. სერგო ჭელიძე
- 1955: „მაგდანას ლურჯა“ (მენახშირე მიტუა) რეჟისორები თენგიზ აბულაძე, რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1956: „ჩრდილი გზაზე“ (ლადო ძია) რეჟ. დავით რონდელი
- 1956: „ეთერის სიმღერა“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1956: „ჩვენი ეზო“ (გიორგი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1956: „აბეზარა“ (ანდრო) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1957: „ორი მსახიობი“ რეჟ. რამაზ ჭიაურელი
- 1957: „საბუდარელი ჭაბუკი“ რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1957: „ოთარაანთ ქვრივი“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1958: „სხვისი შვილები“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1959: „მტრობა“ (ანიმაციური - ახმოვანებს) რეჟ. აკაკი ხინთიბიძე
- 1959: „მაია წყნეთელი“ (ბერიკა) რეჟ. რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1961: „უდიპლომო სასიძო“ (ვარდენი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1961: „განძი“ (ოტია) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1961: „გლახის ნაამბობი“ (შაქრო) რეჟ. ლეო ესაკია
- 1963: „თეთრი ქარავანი“ რეჟისორები ელდარ შენგელაია, თამაზ მელიავა
- 1965: პიერი მილიციის თანამშრომელი (პროფესორი) რეჟ. დავით რონდელი
- 1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (პაპა ლაზარე) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1965: „მე ვხედავ მზეს“ (ქიშვარდი) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1966: „გიორგობისთვე“ (დავითი) რეჟ. ოთარ იოსელიანი
- 1967: „ქოჩორა“ რეჟ. გიული ჭოხონელიძე
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ (ქუჩარა)
- კარლო კალაძის „როგორ?“ (კორნელი)
- ვიქტორ გაბესკირიას „გაზაფხულის დილა“ (ტიტიკო)
- პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“ ( ხახული)
- ალექსანდრე პუშკინის „ქვის სტუმარი“ (ლეპორელო)
- მარიკა ბარათაშვილის „მარინე“ (ნიკიფორე)
- ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“ (სამსონ ნებიერიძე )
- პიერ ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“ (ქერუბინო)
- ჯორჯ ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“ (ალფრედ დულიტლი)
- ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“ (ზემლიანიკა)
- პოლიკარპე კაკაბაძის „ცხოვრების ჯარა“ (ლოპიანე)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 217, თბ., 1994
- ცხომარია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 484.
- ძიგუა ვ., აკაკო (კაკო) კვანტალიანი, თბ., 1972.