დიომიდე ანთაძე

ქართველი რეჟისორი და პედაგოგი

დიომიდე ანთაძე (ა. დ. ნაკაშიძე (ფსევდონიმი); დ. 13 ოქტომბერი, 1904, ოზურგეთი — გ. 30 სექტემბერი, 1955) — ქართველი რეჟისორი და პედაგოგი.[1]

დიომიდე ანთაძე
დაბადების სახელი დიომიდე ანთაძე
დაბადების თარიღი 13 ოქტომბერი, 1904
ოზურგეთი
გარდაცვალების თარიღი 30 სექტემბერი, 1955 (50 წლის)
საქმიანობა რეჟისორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1904 წლის 13 ოქტომბერს ოზურგეთში. სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში. დაამთავრა ქიმიური ტექნიკუმი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი, 1925 წლიდან დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (ბეჭდავდა საბავშვო მოთხრობებს). 1932 წელს კოტე მარჯანიშვილმა თეატრში რეჟისორად მიიწვია. თეატრში მოღვაწეობისას მარჯანიშვილმა გვარი ნაკაშიძეთი შეუცვალა, რადგან იმ დროს იმავე თეატრში რეჟისორი დოდო ანთაძეც მოღვაწეობდა. 1937 წლიდან მუშაობა დაიწყო კინოში. ნიკოლოზ შენგელაიასთან ერთად გადაიღო ფილმები: „ნარინჯის ველი“ (1937), „სამშობლო“ (1939), „ის კიდევ დაბრუნდება“ (1943).

დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა

რედაქტირება
  • 1937 — „ნარინჯის ველი“
  • 1939 — „სამშობლო“
  • 1940 — „ქალიშვილი ხიდობნიდან“
  • 1941 — „სადარაჯო ჯიხური“
  • 1943 — „ის კიდევ დაბრუნდება“

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ქართული კინო, 1896-2011, თბილისი, 2011, გვ. 36