ვიქტორ გაბესკირია

ქართველი პოეტი და დრამატურგი
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბესკირია.

ვიქტორ იპატის ძე გაბესკირია (დ. 11 თებერვალი [ ძვ. სტ. 29 იანვარი], 1903, ფოთი — გ. 27 აგვისტო, 1964, თბილისი) — ქართველი პოეტი და დრამატურგი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).

ვიქტორ გაბესკირია
დაბადების თარიღი 29 იანვარი (11 თებერვალი), 1903
დაბადების ადგილი ფოთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 აგვისტო, 1964(1964-08-27) (61 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და დრამატურგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფიარედაქტირება

დაწყებითი განათლება მიიღო სოფელ ყულევში, შემდეგ სწავლა გააგრძელა ფოთის გიმნაზიაში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1927). მისი პირველი ლექსები 1922 გამოქვეყნდა გაზეთ "ბახტრიონში", ლექსთა პირველი კრებული გამოიცა 1929 წელს. გაბესკირია რედაქტორობდა ფოთის გაზეთ "პონტოსს" (1922), შემდეგ ბათუმის ჟურნალ "ისპირს" (1924). მუშაობდა გაზეთების "წითელარმიელის", "კომუნისტისა" და "მუშის" რედაქციებში. გაბესკირიას ლექსთა მომდევნო კრებულში (1939) შეპირისპირებულია ძველი და ახალი საქართველო, ხოლო 1949-ის კრებულის ძირითადი თემაა მეორე მსოფლიო ომი. "ერთტომეულში" (1955) ლირიკული ლექსების გარდა შევიდა პოემები "ქეთევან წამებული", "შემთხვევა პიონერთა ბანაკში", "ნონია მესხი" და თარგმანები(ა. პუშკინი, მ. ლერმონტოვი, ნ. ნეკრასოვი, ა. მიცკევიჩი, ლესია უკრაინკა და სხვა).

ქართულ სცენაზე წლების განმავლობაში იდგმებოდა გაბესკირიას პიესები "ლაქაშებს შორის" (1929), "მათი ამბავი" (1938), "მარტოხელა" (1948-1949), "უფსკრულთან" (1953-1954), "გურიის მთები დაუთოვია" (1958), "შრიალებენ ვერხვები" (1960) და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. არსებობს მისი სახელობის მოედანი და ქუჩა.

ლიტერატურარედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 605.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 94, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიქტორ გაბესკირია