ვიქტორ გაბესკირიას ქუჩა
ვიქტორ გაბესკირიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ჩუღურეთი); ვიქტორ გაბესკირიას მოედნიდან სამრეკლოს ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც თრდატოვის შესახვევი. 1923 წელს — სტეფანე ბალმაშევის, 1992 წელს ვიქტორ გაბესკირიას სახელი დაერქვა. აქვს 1 ჩიხი.
ვიქტორ გაბესკირიას ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ჩუღურეთი |
წინა სახელები | თრდატოვის შესახვევი, სტეფანე ბალმაშევის შესახვევი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 41, ISBN 978-99928-20-35-3.