თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები (ენციკლოპედია)

ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“ქართულ ენაზე შექმნილი ენციკლოპედია. გამოიცა 2008 წელს ქართული ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ. გამოცემაში დეტალურადაა ასახული თბილისის ქუჩების ადგილმდებარეობა, ისტორია, არქიტექტურული სახე და ღირსშესანიშნაობანი; მოცემულია ცნობები ტოპონიმთა და იმ პირთა შესახებ, ვისი სახელობისაც იყო და არის ესა თუ ის ქუჩა.

წიგნს თან ახლავს სახელშეცვლილი ობიექტების სია, 117 სქემატური რუკა თავისი საძიებლით, სადაც მითითებულია 2500-ზე მეტი ობიექტის კოორდინატი და 260-მდე ფოტოილუსტრაცია.

გამოცემის სრულყოფისათვის დამუშავდა სხვადასხვა წლებში შედგენილი კავკასიის კალენდრები (თანდართული თბილისის გეგმებით), ქუჩების ცნობარები, თბილისის ცენტრალურ სახელმწიფო არქივში დაცული მასალა და საქართველოს პარლამენტისილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული შესაბამისი ლიტერატურა.

ენციკლოპედიის გამოცემა შესაძლებელი გახდა თბილისის მერიის თანადგომითა და მხადრაჭერით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება