ლევან ხოტივარი
ლევან ხოტივარი (დ. 4 იანვარი, 1902, ქუთაისი, — გ. 14 დეკემბერი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1980). სკკპ წევრი 1947 წლიდან. ლევან ხოტივარმა დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია 1921 წელს. 1923–1925 წლებში სწავლობდა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატის მიერ ჩამოყალიბებულ კინომსახიობთა სტუდიაში; 1924 წლიდან იღებდნენ კინოში. გადაღებულია 10-ზე მეტ ფილმში. როლები: თედო ბიჭი („ხანუმა“, 1926), მურთაზ ვერსაძე („ახალგაზრდობა იმარჯვებს“, 1928), გელა („მზაღო და გელა“, 1933), თედო („ნარინჯის ველი“, 1937), არისტო („მეგობრობა“, 1940) და სხვა; მეორე რეჟისორად მუშაობდა ფილმებზე: „ჯურღაის ფარი“ (1944), „ჭირვეული მეზობლები“ (1945) და სხვა. ძირითადად იღებდა კინოკომედიებს. დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა: „ჭრიჭინა“ (1954), „მე ვიტყვი სიმართლეს“ (1957), „განაჩენი“ (1959), „უდიპლომო სასიძო“ (1961), „ტარიელ გოლუა“ (1968), „მხიარული რომანი“ (1972), „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (1975, რ. ხოტივართან ერთად) და სხვა; ხოტივარის ახალი რედაქციით გამოვიდა ფილმები „ჟუჟუნას მზითევი“ (1965), „მამის მკვლელი“ (1980) და სხვა; დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
ლევან ხოტივარი | |
---|---|
ლევან ხოტივარი. კადრი ფილმიდან „ნარინჯის ველი“, 1937 | |
დაბადების თარიღი |
4 იანვარი, 1902 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი |
14 დეკემბერი, 1980 (78 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
განათლება | სამსახიობო |
ალმა-მატერი | ქუთაისის კლასიკური გიმნაზია |
საქმიანობა | მსახიობი, სცენარისტი და კინორეჟისორი |
ფილმოგრაფია
რედაქტირებაფილმების დამდგმელი რეჟისორი
რედაქტირება- 1954: „ჭრიჭინა“ რეჟ. სიკო დოლიძესთან ერთად
- 1957: „მე ვიტყვი სიმართლეს“
- 1959: „განაჩენი“
- 1961: „უდიპლომო სასიძო“
- 1968: „ტარიელ გოლუა“
- 1972: „მხიარული რომანი“
- 1975:„ჩირიკი და ჩიკოტელა“
სცენარის ავტორი ფილმებისა
რედაქტირება- 1954: „ჭრიჭინა“ მარიკა ბარათაშვილთან ერთად რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1957: „მე ვიტყვი სიმართლეს“ ორდე დგებუაძესთან ერთად რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1961: „უდიპლომო სასიძო“ რევაზ (რეზო) ებრალიძე და ოთარ რაზმაძესთან ერთად რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1972: „მხიარული რომანი“ ოთარ რაზმაძესთან და ანზორ სალუქვაძესთან ერთად რეჟ. ლევან ხოტივარი
გადაღებულია ფილმებში
რედაქტირება- 1924: „დაკარგული საუნჯე“ რეჟ. ამო ბეკ-ნაზაროვი
- 1925: „ვინ არის დამნაშავე?“ რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1925: „ათასის ფასად („დაჰკრა ჟამმა“)“ რეჟ. ვლადიმერ ბარსკი
- 1925: „წარსულის საშინელებანი“ რეჟ. ვლადიმერ ბარსკი
- 1926:„ხანუმა“ (თედო ბიჭი) რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1928:„ჯანყი გურიაში“ რეჟ. ალექსანდრე წუწუნავა
- 1928:„ახალგაზრდობა იმარჯვებს“ (მურთაზი) რეჟ. მიხეილ გელოვანი
- 1933: „მზაღო და გელა“ (გელა) რეჟისორები შალვა ხუსკივაძე, ლევ პუში
- 1934: „უკანასკნელი მასკარადი“ (მენშევიკი ოფიცერი) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1934: „ნახვამდის“ (თენგიზი – დავითის შვილი) რეჟ. გიორგი მაკაროვი
- 1936: „ფრთოსანი მღებავი“ რეჟ. ლეო ესაკია
- 1937: „ნარინჯის ველი“ (თედო–კოლმეურნეობის თავმჯდომარე) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
- 1939: „სამშობლო“ (არჩილი) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
- 1940: „მეგობრობა“ (არისტო – პარტკომის მდივანი) რეჟ. სიკო დოლიძე
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1980: საქართველოს სახალხო არტისტი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გვენცაძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 503.