ჭრიჭინა (ფილმი)
ჭრიჭინა — 1954 წლის ქართული მხატვრული ფილმი. გადაღებულია მარიამ ბარათაშვილის პიესა "მარინეს" მიხედვით.
„ჭრიჭინა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი |
სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი |
სცენარის ავტორი |
მარიკა ბარათაშვილი, ლევან ხოტივარი |
კომპოზიტორი | სულხან ცინცაძე |
ხმის ოპერატორი | ვლადიმერ დოლიძე |
ოპერატორი |
დიმიტრი ფელდმანი, თამარ ლობოვა |
მონტაჟი | ვასილ დოლენკო |
მხატვარი | ლევან შენგელია |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1954 |
ხანგრძლივობა | 97 წთ |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
სიმღერებითა და იუმორით აღსავსე ფილმი ახლად სკოლადამთავრებულ სოფლელ გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც სწავლასა და შრომას სიმღერა და თამაში ურჩევნია. იგი დიდად არც მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრას განიცდის, რადგან შეყვარებულია. მაგრამ ერთი გაუგებრობა ყველაფერს თავდაყირა აყენებს. თავისი თანასოფლელი სეხნიის ნაცვლად სოციალიტური შრომის გმირად სატრფოს ახლობლები მას მიიჩნევენ. ამ გარემოებას თან ერთვის სხვა კურიოზული სიტუაციები. ჭრიჭინას შეგნებაში ღრმა ძვრები ხდება, შერცხვენილი თანასოფლელებსა და შეყვარებულს მალე დაუმტკიცებს, რომ შესწევს შრომისა და სწავლის უნარი.
როლებში
რედაქტირება- ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა)
- ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე)
- თამარ აბაშიძე (ელპიტე)
- ალექსანდრე ომიაძე (გიორგი)
- ლიანა ასათიანი (მარინე)
- მედეა ჩახავა (ცქრიალა)
- რამაზ ჩხიკვაძე (შოთა)
- დოდო აბაშიძე (ბიჭიკო)
- სანდრო ჟორჟოლიანი (კირილე)
- გიორგი შავგულიძე (არჩილი)
- შალვა ღამბაშიძე (ირაკლი)
- ალექსანდრა თოიძე (ნატო)
- დოდო ჭიჭინაძე (თინა)
- თამარ ციციშვილი (შოთას დედა)
- გიორგი გეგეჭკორი (ლევანი)
- ბიძინა წულაძე (პროფესორი)
- თამარ თუშიშვილი (ჩიტოლია)
- ჩიტოლია ჩხეიძე (აგრაფინა)
- ემანუელ აფხაიძე
- მიხეილ სულთანიშვილი
- იაკობ ტრიპოლსკი (პროფესორი)
- მურად ხინიკაძე
- ლეო ბაქრაძე
- ირინა მაღალაშვილი