იაკობ ტრიპოლსკი
იაკობ (იაშა) ვლადიმერის ძე ტრიპოლსკი (დ. 31 დეკემბერი, 1919, ახლანდელი დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი — გ. 4 მარტი, 1988, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966).
იაკობ (იაშა) ტრიპოლსკი | |
---|---|
იაკობ ტრიპოლსკი | |
დაბადების სახელი | იაკობ ტრიპოლსკი |
დაბადების თარიღი |
31 დეკემბერი, 1919 დაბა ფასანაური, დუშეთის რაიონი |
გარდაცვალების თარიღი |
4 მარტი, 1988 (68 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
ბიოგრაფია
რედაქტირება1941 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1942 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლი, მათ შორის მანუჩა (ვალერიან კანდელაკი ს „მაია წყნეთელი“), იასონი (შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“), ტიბალტი, მალვოლიო (უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“, „მეთორმეტე ღამე“), თინიბეგი (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), ბახა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), დათიკო („მე ვხედავ მზეს“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით), გიჟუა, მოურავი (აქვსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“) და სხვა.
კინოში იღებენ 1943 წლიდან. როლები: თეიმურაზი („ქეთო და კოტე“), პროფესორი („ჭრიჭინა“), ი. სტალინი („მიზნის არჩევა“), ზურაბ გურგენიძე („ქალის ტვირთი“), თორღვაი („ხევისბერი გოჩა“) და სხვა. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1948: „ქეთო და კოტე“ (თეიმურაზი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
- 1954: „ჭრიჭინა“ (პროფესორი) რეჟისორები სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1955: „ცისკარა“ (ლურჯი ვეზირი) რეჟ. სერგო ჭელიძე
- 1957: „ქალის ტვირთი“ (ზურაბ გურგენიძე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1958: „მანანა“ (სერგო – მანანას მამა) რეჟისორები ზაქარია გუდავაძე, შალვა მარტაშვილი
- 1964: „ხევისბერი გოჩა“ (თორღვაი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1966: „შეხვედრა წარსულთან“ (ანდრია) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ (მინისტრი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1970: „წყალდიდობა“ რეჟ. თენგიზ გოშაძე
- 1970: „სემირამიდას ბაღები“ (ლევანი) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1971:„ზოია რუხაძე“ რეჟ. დავით რონდელი
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ (ედიშერ ხუნდაძე) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1974: „Выбор цели“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. იგორ ტალანკინი
- 1976: „Дума о Ковпаке“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. ტიმოფეი ლევჩუკი
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1977: „Солдаты свободы“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. იური ოზეროვი
- 1977: „სიცოცხლე ერმილეს“ რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1981: „მე მოვედი“ (სკოლის დირექტორი) რეჟ. ალექსანდრე (ალეკო) ნინუა
- 1982: „Если враг не сдаётся…“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. ტიმოფეი ლევჩუკი
- 1984: „სანამ წვიმა გადივლიდეს“ რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1985: „Битва за Москву (киноэпопея)“ (რუსეთი) (სტალინი) რეჟ. იური ოზეროვი
- 1993: „Трагедия века“ (რუსეთი) (ადრე შესრულებული სტალინის როლის კადრები გამოიყენეს ფილმში) რეჟ. იური ოზეროვი
- 1995: „Великий полководец Георгий Жуков“ (რუსეთი, სირია) (ადრე შესრულებული სტალინის როლის კადრები გამოიყენეს ფილმში) რეჟ. იური ოზეროვი
ნათამაშები როლები
რედაქტირებამარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- ვალერიან კანდელაკი ს „მაია წყნეთელი“ (მანუჩა )
- შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“ (იასონი)
- უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“ (ტიბალტი)
- უილიამ შექსპირის „მეთორმეტე ღამე“ (მალვოლიო)
- მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“ (თინიბეგი)
- ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (ბახა)
- „მე ვხედავ მზეს“ ნოდარ დუმბაძის მიხედვით (დათიკო )
- აქვსენტი ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (გიჟუა, მოურავი )
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 53.