თამარ აბაშიძე
თამარ ასლანის ასული აბაშიძე (დ. 15 მაისი [ძვ. სტ. 3 მაისი], 1892, ზესტაფონი, საქართველო ― გ. 16 მაისი, 1960, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1950).
თამარ აბაშიძე | |
---|---|
დაბ. სახელი | თამარ ასლანის ასული აბაშიძე |
დაბ. თარიღი |
15 მაისი, 1892 ზესტაფონი, საქართველო |
გარდ. თარიღი |
16 მაისი, 1960 (68 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
საქმიანობა | კინომსახიობი, თეატრის მსახიობი |
აქტიური | 1913–1960 |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი — 1950 |
სექციების სია
ბიოგრაფიარედაქტირება
სწავლობდა დონის როსტოვის დრამატულ სტუდიაში. მოღვაწეობა დაიწყო ჭიათურის თეატრში (1913), იყო გორის დრამატული თეატრისა (1939–1940) და ჭიათურის დრამატული თეატრის (1949–1960) მსახიობი. განასახიერა ხანუმას (აქვსენტი ცაგარელის „ხანუმა“), რიფსიმეს (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოშო“), მელანოსა და ელენეს (დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), კრუჩინინას (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), ვასა ჟელეზნოვას (მაქსიმ გორკის „ვასა ჟელეზნოვა“), კატარინას (უილიამ შექსპირის „ჭირვეული ცოლის მორჯულობა“), ბერსენიევას (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), იოკასტეს (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“) და სხვა როლები.
ფილმოგრაფიარედაქტირება
- 1954: „ჭრიჭინა“ (ელპიტე) რეჟ. სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
- 1956: „ჩვენი ეზო“ (დათოს ბებია) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 20, თბ., 1975 წელი.
- ცუცქირიძე, შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 22, თბ., 1997 წელი.