მთავარი მენიუს გახსნა
Confusion.svg არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: გიორგი ერისთავის თეატრი.
ერისთავის თეატრის შენობა 2016 წელი
ერისთავის თეატრის დიდი დარბაზი 1947 წელი. ფოტო თეატრის მუზეუმიდან
ერისთავის თეატრი 1934 წელი

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი — ქართული დრამატული თეატრი ქალაქ გორში. დაარსდა 1845 წელს.

ისტორიარედაქტირება

გორში პირველი სცენისმოყვარეთა წარმოდგენა XIX საუკუნის 40-იან წლებში გაიმართა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ცდები თეატრის ჩამოყალიბებისა. 1845 წლის 1 და 8 მაისს, 11 ივლისს და 7 აგვისტოს დაუდგამთ დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედია „გამოუცდელობა, ანუ დროებით განშორება სიყვარულისა“.

1874 წელს გორში იქმნება „სცენისმოყვარეთა წრე“. მათი პირველი წარმოდგენა („ძუნწი“) საზოგადო საკრებულოს პატარა დარბაზში გაიმართა. 1875 წელს დაიდგა გიორგი ერისთავის კომედია „უჩინმაჩინის ქუდი“ და ი. ერისთავის მიარ გადმოკეთებული კომედია „ძალად ექიმი“.

1876 წელს „სცენისმოყავრულთა წრე“ იშლება და იქმნება „სცენის მოყვარულთა საზოგადოება“.

თვალში საცემია ის, რომ გორის სასცენო ხელოვნებაში მრავალი ქალი მონაწილეობდა, მაშინ როდესაც სხვაგან და თბილისშიც ასეთ საქმიანობას ერიდებოდნენ.

1890-იან წლებში, გორში ყოველწლიურად 3-4 სპექტაკლი იმართებოდა. ამ პერიოდში გორელმა მაყურებელმა იხილა: ავქსენტი ცაგარელის „ბაიყუში“, რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, გ. ერისთავის „ძუნწი“, „ხორველობა“, ვ. გუნიას „რაც არ მერგება, არ შემერგება“, ზურაბ ანტონოვის „ქოროღლი“, და ნატალია აზიანის „ინჯილერი ან დოხტური“.

1934 წლიდან გორის აღმასკომი შეუდგა სათეატრო შენობის აგებას, რადგან არსებული შენობა ქალაქის მოთხოვნილებებს აღარ აკმაყოფილებდა. მაყურებელი თეატრის შენობას ითხოვდა. 1939 წლის დასასრულს გორში უკვე მთავრდებოდა ახალი 500 ადგილიანი შენობა. შენობის პროექტი ეკუთვნოდა შალვა თავაძეს. თეატრის ახალი შენობა გაიხსნა 1939 წლის 21 დეკემბერს. ხოლო პირველი წარმოდგენა ახალ სცენაზე წარმოდგენილი იყო 1940 წლის 30 იანვარს — იოსებ გედევანიშვილის დრამა „გადასასვლელზე“. რეჟისორი პ. ფრანგიშვილი მხატვარი — ა. ჟორდანია.

1947 წელს თეატრს გიორგი ერისთავის სახელი მიენიჭა.

თეატრის რეპერტუარშია ქართველ და საზღვარგარეთელ დრამატურგთა პიესები. თეატრის წარმატებაში წვლილი მიუძღვის მსახიობებს: თ. აბაშიძეს, შალვა ხერხეულიძის, ეთერი მოციქულაშვილს, ნ. მაჭავარიანს, ს. კალანდარიშვილს და სხვებს, რეჟისორებს: ა. ალაზნისპირელს (თეატრის პირველი რეჟისორს),გ.აბრამიშვლს, პ. ფრანგიშვილს, ვასო ყუშიტაშვილს, ო. ალექსიშვილს. ლილი იოსელიანს, ი. კაკულიას, გ. ლაღიძეს, გ ლორთქიფანიძეს, ვ. მაღლაკელიძეს, ს. ვაჩნაძეს და სხვებს.

დიდი სცენა 400 ადგილია, მცირე სცენა — 123 ადგილიანი, ხოლო ექსპერიმენტული სცენა — 80 ადგილიანია.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელები და მთავარი რეჟისორებირედაქტირება

  • 1930 წელს ხელმძღვანელი იყო რეჟისორი მიხეილ ხელხეულიძე.
  • 1933-1934 წლებში — ხელმძღვანელი, რეჟისორი ალექსანდრე ალაზნისპირელი
  • 1936-1937 წლებში —სამხატვრო ხელმძღვანელი გერონტი ხელაია
  • 1937-1938 წლებში — რეჟისორი გ. გულიაშვილი
  • 1948-1949 წლებში — მთავარი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი
  • 1952-1968 და 1970-1975 წლებში — გიორგი აბრამიშვილი
  • 1956-1957 წლებში — მთავარი რეჟისორი თეიმურაზ ლორთქიფანიძე
  • 1984-1987 წლებში — იური კაკულია
  • 1987-1992 წლებში — ილო მაცხონაშვილი
  • 1992-1997 წლებში — ალექსი ჯაყელი
  • 1999-2001 წლებში — გულსუნდა სიხარულიძე
  • 2002-2003 წლებში — ზაზა წაქაძე
  • 2004-2006 წლებში — რამაზ იოსელიანი
  • 2013-2017 წლებში — სამხატვრო ხელმძღვანელი — სოსო ნემსაძე

ლიტერატურარედაქტირება

  • ბუხნიკაშვილი გ., გორის თეატრი, თბ., 1965;