პავლე ფრანგიშვილი

პავლე ფრანგიშვილი (დ. 17 ოქტომბერი, 1897 — გ. 22 ივნისი, 1966, თბილისი) — ქართველი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1941)

პავლე ფრანგიშვილი
დაბადების სახელი პავლე კანდინაშვილი
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1897
თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 22 ივნისი, 1966 (68 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი
მეუღლე(ები) ვარვარა გვაზავა
ჯილდოები საქართველოს სახალხო არტისტი (1941)
შრომის წითელი დროშის ორდენი

1911 წლიდან გამოდიოდა ავჭალის აუდიტორიის მუშათა დრამატულ წრეში: აგრეთვე ხარფუხის, ნაძალადევის, ავლაბრის თვითმოქმედ დრამატულ წრეებში. 1913 წელს ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში. მუშაობდა აგრეთვე ქუთაისში, გორში. 1929-1939 და 1949-1958 წლებში იყო ჭიათურის დრამატული თეატრის, 1939-1949 კი — გორის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. უმთავრესად ასრულებდა ჰეროიკულ-რომანტიულ როლებს: ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ოტელო (შექსპირის „ოტელო“), კარლ მოორი (შილერის „ყაჩაღები“) და სხვა. დადგა სპექტაკლები: ა. წერეთლის „თამარ ცბიერი“, ი. მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“, ვ. კანდელაკის „მაია წყნეთელი“, მ. ბარათაშვილის „ჭრიჭინა“, ი. ვაკელის „შამილი“, სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, ს. კლდიაშვილის „ირმის ხევი“ და სხვა.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • პავლე ფრანგიშვილი, „როგორ დავეუფლოთ სასცენო ხელოვნებას“. თბილისი, ხელოვნება, 1955
  • პავლე ფრანგიშვილი, „რაც ვნახე და განვიცადე“. თბილისი, 1963

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება