ავქსენტი ცაგარელი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაგარელი.

ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი (დ. 21 თებერვალი [ძვ. სტ. 9 თებერვალი], 1857, სოფ. დიღომი, რუსეთის იმპერია — გ. 25 აგვისტო [ ძვ. სტ. 12 აგვისტო], 1902, თბილისი, რუსეთის იმპერია) — ქართველი დრამატურგი და მსახიობი. 1879 წლიდან იყო თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული დასის აქტიური წევრი და დრამატურგი.

ავქსენტი ცაგარელი
დაბადების თარიღი 9 (21) თებერვალი, 1857[1]
დაბადების ადგილი დიღომი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია[1] [2]
გარდაცვალების თარიღი 12 (25) აგვისტო, 1902[1] (45 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[2] [1]
საქმიანობა მსახიობი და დრამატურგი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Magnum opus რაც გინახავს, ვეღარ ნახავ და ხანუმა
მეუღლე ნატო გაბუნია

ავქსენტი ცაგარელი კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენლად ითვლება. მისი ყურადღების ცენტრშია კაპიტალიზმით გამოწვეული საზოგადოებრივი ურთიერთობანი; უსახსროდ დარჩენილი თავადაზნაურობა, რომელიც ვერ თმობს ძველ პრივილეგიებს და უფლებებს. დრამატურგის პირველი პიესა — კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ (1878) იყო მძაფრი სოციალური პროტესტი თავგასული თავად-აზნაურების წინააღმდეგ. პიესა საფუძვლად დაედო ამავე სახელწოდების ფილმს (1965, რეჟ. მიხეილ ჭიაურელი). კომედიაში „ხანუმა“ (1882) ნაჩვენებია ფეოდალური კლასის გაღატაკება და ზნეობრივი დაკნინება. „ხანუმა“ გახდა ორი ფილმისა („ქეთო და კოტე“) და ერთი ოპერის („ქეთო და კოტე“) საფუძველი. აქვსენტი ცაგარელს ეკუთვნის დრამები, ლექსები, პუბლიცისტური წერილები და სხვ. ა. ცაგარელის დრამატულმა ნაწარმოებებმა დიდი აღიარება მოიპოვა, რაც განაპირობა მისი პიესების ცოცხალმა სასაუბრო ენამ, დახვეწილმა დიალოგებმა, ოსტატურად დახატულმა ტიპაჟმა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კინწურაშვილი, ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 182.
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ 4, თბილისი, 1974
  • კასრაძე, ო. ავქსენტი ცაგარელი, თბილსი, 1966
  • გრიშაშვილი, ი. თეატრალური წერილები, თბილისი, 1960
  • ხუციშვილი, ს., ავქსენტი ცაგარელი, თბილისი, 1958

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება