რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (პიესა)

ავქსენტი ცაგარელის 1878 წლის პიესა
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რაც გინახავს, ვეღარ ნახავ.

„რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ქართველი დრამატურგის, ავქსენტი ცაგარელის პირველი კომედიური ჟანრის პიესა. მოქმედება ვითარდება მე-19 საუკუნის თბილისსა და მის შემოგარენში, სადაც მოთხრობილია, ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებიც დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ სოფლის გაღარიბებული თავადი საპატარძლოს ძალით წაიყვანს.

რაც გინახავს, ვეღარ ნახავ
ავტორი ავქსენტი ცაგარელი
პრემიერა 19 დეკემბერი, 1879
პრემიერის ადგილი თბილისი
ენა ქართული
ჟანრი კომედია
მოქმედების ადგილი თბილისი და მისი შემოგარენი

ცაგარელმა პიესა 21 წლის ასაკში, 1878 წელს დაწერა.[1] პიესა სამ მოქმედებიანია და წარმოადგენს ერთგვარ მძაფრ სოციალურ პროტესტს თავადაზნაურების წინააღმდეგ. პირველად დაიდგა 1879 წლის 19 დეკემბერს თბილისში.[2]

პიესის სიუჟეტი დაფუძნებულია XIX საუკუნის თბილისში მომხდარ მემამულე შიოევის გახმაურებულ რეალურ ამბავზე, რომელმაც საცოლე მოსტაცა ვიღაც დიღმელ გლეხს.[3] ავქსენტი ცაგარელისადმი მიძღვნილ ტექსტში იოსებ გრიშაშვილიც წერს:

1935 წელს ღრმად მოხუცებულმა ცაგარლების მოყვარემ — ნინო გრიგოლის ასულმა უგრელიძემ გვიამბო, რომ ყოფილა ერთი მემამულე გვარად შიოევი (პეტრე შიოთაღაშვილი), რომელმაც მოიტაცა დიღმელი გლეხის გულას გოგო და მოიწადინა მასზედ ჯვარის დაწერა. ის გოგო თურმე მენახშირეზე ყოფილიყო დანიშნული, ბევრი ემუდარეს გულქვა ბატონს, მაგრამ მან თავისი გაიტანა, ნათესავებიც წინ აღუდგნენ: „უსწავლელია, რათ გინდაო“, — შიოევმა თურმე უპასუხა: „რა ვუყოთ, რომ უსწავლელია, ჰამაც ვაკოცებ, ჰამაც ვასწავლიო“... ბოლოს ამ „ბედნიერ ცოლ-ქმართ“ ეყოლათ ქალი, რომელიც „ზავედენიაში“ მიაბარეს და მოახლეები დაუყენესო....[4]

ამ ფაქტს ადასტურებს ხალხური ლექსი — „პეტრე ბატონის ლექსი“.[2]

1965 წელს გამოვიდა რეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ამავე სახელწოდების ფილმი,[5][6] რომელშიც მონაწილეობენ აკაკი ხორავა, სოფიკო ჭიაურელი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შენგელაია, ვახტანგ ნინუა და სხვები.[7]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ. Buki.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  2. 2.0 2.1 „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ანუ ნამდვილი ამბავი. „მათადოვი“ (20 თებერვალი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  3. დროება, 19 დეკემბერი, 1879, #263, გვ. 4, თბილისი, გამომც. — ს. მელიქიშვილი
  4. „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, ანუ სიმართლე „უპატარძლო ქორწილის“ რეალური ამბის შესახებ. „ქართული აზრი“ (8 მაისი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  5. გოგი გვახარია. (10 ოქტომბერი, 2005) “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” – 40. „რადიო თავისფულება“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი, 2020. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.
  6. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ, ანუ უპატარძლო ქორწილის რეალური ისტორია. „ქართული კვირა“ (8 მაისი, 2020). ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.[მკვდარი ბმული]
  7. Full Cast & Crew: Rats ginakhavs, vegar nakhav (1965). კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2020.