აკაკი ხორავა
აკაკი ალექსის ძე ხორავა (დ. 17 აპრილი, 29 აპრილი, 1895, სოფ. ოჩხომური, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი ― გ. 23 ივნისი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი და პედაგოგი. ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ-ის სახალხო არტისტი (1936). სკკპ-ის წევრი 1939 წლიდან.
აკაკი ხორავა | |
---|---|
დაბადების სახელი | აკაკი ხორავა |
დაბადების თარიღი |
17 აპრილი, 1895 ოჩხომური, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი |
23 ივნისი, 1972 (77 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
დაკრძალულია | მთაწმინდის პანთეონი |
საქმიანობა | მსახიობი, პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1915 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევისა (1915–1917) და თბილისის (1919)უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტზე. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის თბილისის მუშათა ცენტრალურ კლუბსა და სახალხო სახლში. 1922 წელს შევიდა აკაკი ფაღავას თეატრალურ სტუდიაში. პროფესიულ სცენაზე პირველად გამოვიდა 1923 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში (ხეცია, დადიანის „გეგეჭკორი“), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა, 1935 წლიდან იყო მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, 1949–1955 დირექტორი.
ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. ხორავას ხელოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა. საუკეთესო როლები: იოქანაანი ( ოსკარ უაილდის „სალომე“), ანდუყაფარი ( გიორგი ერისთავის „გაყრა“), უსახელო ( ერნსტ ტოლერის „კაცი-მასა“), ლაერტი (უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“), ბერსენევი (ბორის ლავრენიოვის „რღვევა“), ანზორი (სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“), არგიშდი (შალვა დადიანის „თეთნულდი“), კარლ მოორი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), პლატონ კრეჩეტი (ალექსანდრე კორნეიჩუკის „პლატონ კრეჩეტი“), არსენა ( სანდრო შანშიაშვილის „არსენა“), პედრო ( გიორგი მდივნის „ალკაზარი“), ოტელო ( უილიამ შექსპირის„ოტელო“, ეს როლი საბჭოთა სამსახიობო ხელოვნების შედევრად ითვლება), ივანე მრისხანე (ვლადიმერ სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), სირანო (ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ტარიელი (ლეო ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ბორის გოდუნოვი (ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“) და სხვა.
ხორავა იყო გმირულ-რომანტიკული პლანის, დიდი ტრაგიკული პათოსის მსახიობი. გამოირჩეოდა იშვიათი გარეგნობით, მგზნებარე ტემპერამენტით, მდიდარი ხმით, განცდის სიმართლით, გმირული სულისკვეთებით, სცენური მომხიბვლელობით, გარდასახვის ოსტატობით, მასშტაბურობით.
1924 წლიდან იღებდნენ კინოში. როლებში: გიორგი სააკაძე („გიორგი სააკაძე“, 1942-1943), სკანდერბეგი („ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი“, 1953), გიჟუა („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“, 1965) და სხვა.
ხორავა ეწეოდა საზოგადოებრივ მოღვაწეობას. შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, იყო მისი დირექტორი (1939–1949) და პედაგოგი 1939 წლიდან (1947 წლიდან პროფესორი); საქართველოს თეატრალური საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი (1945), 1945–1947, 1957–1960 მისი თავმჯდომარე. სსრკ I-IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ხუთგზის სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1941, 1943, 1946 - ორჯერ, 1951).
1972 წელს ხორავას სახელი მსახიობის სახლს (თბილისი). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1924: „დაკარგული საუნჯე“ რეჟ. ამო ბეკ-ნაზაროვი
- 1925: „ათასის ფასად („დაჰკრა ჯამმა“)“ (სანდრო) რეჟ. ვლადიმერ ბარსკი
- 1925: „შუქურას საიდუმლოება“ (ასლანი) რეჟ. ვლადიმერ ბარსკი
- 1925: „წარსულის საშინელებანი“ (გლეხი) რეჟ. ვლადიმერ ბარსკი
- 1926: „ნათელა“ (მჭედელი მიქავა) რეჟ. ამო ბეკ-ნაზაროვი
- 1929: „ჩემი ბებია“ (მუშა) რეჟ. კოტე მიქაბერიძე
- 1931:„ლურსმანი ჩექმაში“ (პროკურორი) რეჟ. მიხეილ კალატოზიშვილი
- 1937: „ნარინჯის ველი“ (მოხუცი კოლმეურნე) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
- 1937: „ორი მეგობარი“ (კოლმეურნეობის თავმჯდომარე) რეჟ. ივანე პერესტიანი
- 1943: „გიორგი სააკაძე“ (გიორგი სააკაძე) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1944: „მალახოვის ყორღანი“ (ვიცე-ადმირალი) რეჟისორები ალექსანდრე ზარხი, იოსებ ხეიფიცი
- 1945: „ჭირვეული მეზობლები“ (ქარხნის დირექტორი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1957: „ჩხიკვთა ქორწილი“ (ანიმაციური ფილმი) რეჟ. არკადი ხინთიბიძე
- 1958: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე...“ (პოეტის მამა) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1958: „მამლუქი“ (ალი-ბეგი) რეჟ. დავით რონდელი
- 1959: „სად არის შენი ბედნიერება, მზია?“(შალვა) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1959: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“(გიჟუა) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1934: საქართველოს სახალხო არტისტი
- 1936: შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1936: სსრკ სახალხო არტისტი
- 1941: სტალინური პრემია, პირველი ხარისხის თეატრალურ-დრამატულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის
- 1943: სტალინური პრემია, პირველი ხარისხის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "გიორგი სააკაძე" (I სერია, 1942)
- 1944: მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
- 1944: წითელი ვარსკვლავის ორდენი
- 1945: ლენინის ორდენი
- 1946:სტალინური პრემია, პირველი ხარისხის მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში "გიორგი სააკაძე" (II სერია, 1943)
- 1946: წითელი ვარსკვლავის ორდენი
- 1946: სტალინური პრემია, პირველი ხარისხის ივანე გროზნის როლის შესრულებისთვის ვ. ა. სოლოვიოვის სპექტაკლში "დიდი ხელმწიფე"
- 1950: ლენინის ორდენი
- 1951: სტალინური პრემია, მესამე ხარისხის ჯემალის როლის შესრულებისთვის ი. მოსაშვილის სპექტაკლში "ჩაძირული ქვები"
- 1958: შრომის წითელი დროშის ორდენი
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 498.