მამლუქი1958 წლის ქართული მხატვრული ფილმი. მისი რეჟისორია დავით რონდელი და გადაღებულია კონდრატე თათარაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

„მამლუქი“
ჟანრი ისტორიული
დამდგმელი რეჟისორი დავით რონდელი
სცენარის ავტორი დავით რონდელი
ნაწარმოები მამლუქი
უიარაღო
როლებში ოთარ კობერიძე
კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე
ხმის ოპერატორი დავით ლომიძე
ოპერატორი ლევ სუხოვი
მხატვარი რევაზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 3 ნოემბერი, 1959
ხანგრძლივობა 97 წთ
ქვეყანა საქართველოს სსრ
ენა ქართული
ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

თანასოფლელ ბიჭებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარში გაყიდიან. გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას კი — ეგვიპტელი მამლუქი. ხვიჩას მეომრად აღზრდიან და მაჰმუდს შეარქმევენ. წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში დამწყვდეულ ქართველ ქალთან ერთად გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ. ერთ-ერთ ბრძოლაში მაჰმუდი სასიკვდილოდ დასჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს. მაჰმუდს ბავშვობა გაახსენდება და მოკლულში ბავშვობის მეგობარ გოჩას იცნობს. მტრის ცხედართან ჩაფიქრებულ მაჰმუდს თანამებრძოლები ღალატს დასწამებენ და მოკლავენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება