ედიშერ მაღალაშვილი
ედიშერ მაღალაშვილი (დ. 4 იანვარი, 1925 — გ. 26 იანვარი, 2005) — ქართველი მსახიობი. საქართველოს (1967) და სომხეთის (1979) სახალხო არტისტი.
ედიშერ მაღალაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
4 იანვარი, 1925 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
4 იანვარი, 2005 (79 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1947-დან |
მეუღლე(ები) | ნატო ქავრიშვილი |
შვილ(ებ)ი |
გიორგი მიხეილი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა თბილისში 1925 წლის 4 იანვარს.
მაღალაშვილი თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში სწავლობდა, როდესაც 1947 წელს რეჟისორმა კონსტანტინე პიპინაშვილმა შემთხვევითი შეხვედრის დროს შესთავაზა მცირე როლი ფილმში „აკაკის აკვანი“, ამ როლის შემდეგ ედიშერმა გადაწყვიტა პროფესიონალი მსახიობი გამხდარიყო.
1947 წელს დაამთავრა თბილისის კინოსტუდიასთან არსებული კინოსამსახიობო სკოლა, ხოლო 1953 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1946–1950 წლებში იყო თბილისის კინოსტუდიის მსახიობი. 1948–1964 წლებში მუშაობდა მარჯანიშვილის თეატრში, ხოლო 1964 წლიდან რუსთაველის თეატრში.
დაქორწინებული იყო პიანისტ ნატალია ყავრიშვილზე, თბილისის კონსერვატორიის დოცენტზე. წყვილს ეყოლა ორი შვილი გიორგი, პროფესიით ნეიროქირურგი და მიხეილი, კინოოპერატორი.
გარდაიცვალა 2005 წლის 26 იანვარს.
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1947: „აკაკის აკვანი“ (ბაგრატი–ახალგაზრდა თავადი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1948: „ქეთო და კოტე“ (კოტეს ამხანაგი) რეჟისორები ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი
- 1950: „გაზაფხული საკენში“ (კესოუ მირბა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1954: „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ (მგელიკა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1956: „ეთერის სიმღერა“ (ორჯონიკიძე) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1956: „ჩრდილი გზაზე“ (ლევან გელაშვილი) რეჟ. დავით რონდელი
- 1958: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე…“ (დავითი) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1958: „მამლუქი“ (რევია) რეჟ. დავით რონდელი
- 1965: „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1970: „წყალდიდობა“ (სტეფანე) რეჟ. სტეფანე გოშაძე
- 1975: „საქმე გადაეცემა სასამართლოს“ (ევგენიძე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1981: „ძნელი დასაწყისი“ (ვარლამი) რეჟ. თენგიზ მაღალაშვილი
- 1985: „ნეილონის ნაძვის ხე“ (მგზავრი) რეჟ. რეზო ესაძე
- 1986: „ელისა და რარუს თავგადასავალი“ რეჟ. გურამ პეტრიაშვილი
- 1987: „ბრავო, ალბერ ლოლიშ!“ რეჟ. მერაბ თავაძე
- 1987: „ფესვები“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1990: „სპირალი“ (ოთარ კახიშვილი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 1991: „ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე)“ (მამა) რეჟ. ქეთი დოლიძე
- 1991: „სიბრძნე სიცრუისა“ (მოტირალი-მოცინარი, ორი პურით მემასპინძლე, მცველი) რეჟ. ნანა ხატისკაცი
- 1994: „იავნანა“ რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 1994: „ჟამი“ რეჟ. ზაზა (როინ) ილურიძე
- 2001: „ანთიმოზ ივერიელი“ (ბერძენი მღვდელმთავარი) რეჟ. გიული ჭოხონელიძე
- 2003: „გაჭედილები“ (ენკი-ბენკი) (კინემატოგრაფიის მინისტრი) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 2003: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“ (მამა) რეჟ. რეზო ესაძე
- 2003: „როგორც ლურჯა ცხენები“ (მთავარი ექიმი) რეჟისორები თინათინ მენაბდე, კახა მელითაური
- 2003: „6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)“ რეჟ. გენო ცაავა
ნათამაშები როლები
რედაქტირებარუსთაველის თეატრი
რედაქტირება- ართურ მილერი „სეილემის პროცესი“ (პროქტორი) რეჟ. რობერტ სტურუა
მარჯანიშვილის თეატრი
რედაქტირება- ალეხანდრო კასონა „ხეები ზეზეურად კვდებიან“ (დირექტორი) რეჟისორები ვერიკო ანჯაფარიძე და თენგიზ კანდინაშვილი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
რედაქტირება- 1958: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1967: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1979: სომხეთის სსრ სახალხო არტისტი
- 1981: მეგობრობის ორდენი
- 1998: ღირსების ორდენი
ლიტერატურა
რედაქტირება- გვათუა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 601.