დუდუხანა წეროძე
დუდუხანა წეროძე (დ. 8 ნოემბერი, 1918 — გ. 8 მაისი, 2000) — ქართველი კინომსახიობი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სახალხო არტისტი (1965). სკკპ წევრი 1947 წლიდან. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 1938 წელს დაამთავრა „სახკინმრეწვთან“ არსებული კინოსკოლა. 1949 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. 1955 წლიდან ისევ კინოსტუდია „ქართულ ფილმშია“ და ქმნის მნიშვნელოვან კინემატოგრაფიულ სახეებს. 1934 წლიდან იღებენ კინოში. შესრულებული აქვს როლები: მარო („უკანასკნელი მასკარადი“, 1934), პეპელა („დაკარგული სამოთხე“, 1937), ნანი („კოლხეთის ჩირაღდნები“, 1941), მაგდანა („მაგდანას ლურჯა“, 1955), თამარი („ჩვენი ეზო“, 1956), თამარი („განაჩენი“, 1959), კესარია („უდიპლომო სასიძო“, 1961), ეკა („პალიასტომი“, 1963), კაკანო („მე ვხედავ მზეს“, 1965), ბარბალე („ტარიელ გოლუა“, 1968), ივლიტა („სემირამიდას ბაღები“, 1970), დომნა („ჩარი რამა“, 1972), ასპიროზი („ყვარყვარე“, 1978), ეფროსინე („გამოაღეთ ფანჯრები“, 1981), მართა („კუკარაჩა“, 1982). განსაკუთრებით აღსანიშნავია მაგდანას როლი ფილმში „მაგდანას ლურჯა“; ახალგაზრდა ქართველი რეჟისორების, რევაზ ჩხეიძის და თენგიზ აბულაძის ნამუშევარმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პრიზი აიღო (1956).
დუდუხანა წეროძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 8 ნოემბერი, 1918 |
გარდაცვალების თარიღი | 8 მაისი, 2000 (81 წლის) |
საქმიანობა | კინომსახიობი |
აქტიური | 1934-1984 |
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1934: „უკანასკნელი მასკარადი“ (მარო) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1937:„დაკარგული სამოთხე“ (პეპელა) რეჟ. დავით რონდელი
- 1940: „კოლხეთის ჩირაღდნები“ (ნანი) რეჟ. დავით რონდელი
- 1941: „შავ მთებში“ (ანდია) რეჟ. ნიკოლოზ შენგელაია
- 1943: „ის კიდევ დაბრუნდება“ (გოგუცა) რეჟისორები ნიკოლოზ შენგელაია, დიომიდე ანთაძე
- 1944: „ჯურღაის ფარი“ (მეორე ქალიშვილი) რეჟისორები სიკო დოლიძე, დავით რონდელი
- 1945: „ჭირვეული მეზობლები“ (ფოსტალიონი) რეჟ. შოთა მანაგაძე
- 1955: „მაგდანას ლურჯა“ (მაგდანა) რეჟისორები თენგიზ აბულაძე, რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1956: „ჩვენი ეზო“ (თამარი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1958: „მამლუქი“ (მზეხა) რეჟ. დავით რონდელი
- 1959: „სად არის შენი ბედნიერება მზია?“ (ვერიკო) რეჟ. კონსტანტინე პიპინაშვილი
- 1959: „განაჩენი“ (თამარი) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1961: „უდიპლომო სასიძო“ (კესარია) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1962: „თოჯინები იცინიან“ (ნათესავი ქალი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1963: „პალიასტომი“ (ეკა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1965: „მე ვხედავ მზეს“ (კაკანო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
- 1966: „უყაიმო თამაში“ რეჟ. იური ქავთარაძე
- 1967: „ქალაქი ადრე იღვიძებს“ რეჟ. სიკო დოლიძე
- 1968: „ტარიელ გოლუა“ (ბარბალე) რეჟ. ლევან ხოტივარი
- 1969: „ფილატელისტის სიკვდილი“ რეჟ. გიორგი კალატოზიშვილი
- 1970: „მონადირე“ (დედა) რეჟ. ალექსანდრე ჟღენტი
- 1970: „სემირამიდას ბაღები“ (ივლიტა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1971: „წუთისოფელი“ რეჟისორები შოთა მანაგაძე, ნოდარ მანაგაძე
- 1972: „ჩაძირული ქალაქის მაძიებლები“(დარეჯანი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1972: „ჩარი რამა“ (დომნა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1975: „პირველი მერცხალი“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1975: „გაქცევა გათენებისას“ (ცაცა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1976: „გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)“ რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1978: „ყვარყვარე“ (ასპიროზი) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1981: „გამოაღეთ ფანჯრები“ (ეფროსინე) რეჟ. დევი აბაშიძე
- 1982: „დიმიტრი II“ რეჟ. რამაზ (ბუბა) ხოტივარი
- 1982: „კუკარაჩა“ (მართა) რეჟისორები სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
- 1984: „ამბავი სურამის ციხისა“ რეჟისორები დოდო აბაშიძე, სერგო (სარქის) ფარაჯანოვი