ნოდარ მანაგაძე (დ. 19 მარტი, 1943, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 27 ნოემბერი, 2006, თბილისი, საქართველო) — ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი და პროდიუსერი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980).

ნოდარ მანაგაძე

ნოდარ მანაგაძე
დაბადების თარიღი 19 მარტი 1943
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 27 ნოემბერი, 2006 (63 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა რეჟისორი
სცენარისტი
მსახიობი
პროდიუსერი

1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1988–1991 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; 1990 წლიდან შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დოცენტი. შოთა მანაგაძესთან ერთად გადაიღო ფილმები: „მოლოდინი“ (1969) და „წუთისოფელი“ (1971). დამოუკიდებლად გადაიღო ფილმები: „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1974), „ამაღლება“, (1976), „საერთო კედელი“ (1978), „კაშხალი მთაში“ (1978), „გაზაფხული გადის“ (1983), „ეი, მაესტრო“ (1986), „ნოე“ (1991), „ნათლისღება“ (1994), „ანგელოზის გადაფრენა“ (2001). როგორც მსახიობი გამოჩნდა ფილმებში: „თვალი პატიოსანი“ (1976), „რაჭა, ჩემო სიყვარულო“ (1977), „კაშხალი მთაში“ (1978). მინიჭებული ჰქონდა კომკავშირის პრემია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრიზი.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

რედაქტირება
  • 1969: „მოლოდინი“ რეჟ. შოთა მანაგაძესთან ერთად.
  • 1971: „წუთისოფელი“ რეჟ. შოთა მანაგაძესთან ერთად
  • 1972: „საერთო კედელი“
  • 1974: „ივანე კოტორაშვილის ამბავი“
  • 1977: „ამაღლება“
  • 1979: „კაშხალი მთაში“
  • 1983: „გაზაფხული გადის“
  • 1987: „ეი, მაესტრო!“
  • 1991: „ნოე“
  • 1994: „ნათლისღება“
  • 2000: „ანგელოზის გადაფრენა“

სცენარის ავტორი ფილმებისა

რედაქტირება
  • 1977: „ამაღლება“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
  • 1979: „კაშხალი მთაში“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
  • 1983: „გაზაფხული გადის“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
  • 1987: „ეი, მაესტრო!“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
  • 1991: „ნოე“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
  • 1994: „ნათლისღება“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე
  • 2000: „ანგელოზის გადაფრენა“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე

პროდიუსერი ფილმებისა

რედაქტირება
  • 1994: „ნათლისღება“ მარკ რიუსკართან ერთად რეჟ. ნოდარ მანაგაძე
  • 2000: „ანგელოზის გადაფრენა“ რეჟ. ნოდარ მანაგაძე

გადაღებულია ფილმებში

რედაქტირება

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება