ამაღლება (ფილმი)
ამაღლება — 1976 წლის ქართული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია ნოდარ მანაგაძე.
ამაღლება | |
---|---|
![]() | |
დამდგმელი რეჟისორი | ნოდარ მანაგაძე |
სცენარის ავტორი |
ერლომ ახვლედიანი, ნოდარ მანაგაძე, დავით ჯავახიშვილი |
კომპოზიტორი | ნოდარ გაბუნია |
ხმის ოპერატორი | ვაჟა მაჩაიძე |
ოპერატორი | ნუგზარ ერქომაიშვილი |
მონტაჟი | ნელი დევნოზაშვილი |
მხატვარი |
შოთა გოგოლაშვილი, მ. ზანდუკელი |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1976 |
ხანგრძლივობა | 67 წთ. |
ქვეყანა |
![]() ![]() |
ენა | ქართული |
სექციების სია
სიუჟეტირედაქტირება
ფილმის გმირია მთელი ერი. იგი იმ გმირთა უკვდავებას უმღერის, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს თავისუფლებისა და კეთილდღეობისათვის ბრძოლას. მშვიდობიანობის დროს ყველას თავისი საზრუნავი ჰქონდა, თითოეული მათგანი საკუთარი ნიჭით, მკლავითა თუ გონებით ემსახურებოდა სამშობლოს, მაგრამ განსაცდელის ჟამს ყველა თავის მამულიშვილურ ვალს პირნათლად აღასრულებდა.[1]