შოთა გოგოლაშვილი
შოთა მინას ძე გოგოლაშვილი (დ. 28 მაისი, 1927, თბილისი — გ. 28 იანვარი, 2007) — ქართველი მხატვარი, კინოს მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1956 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1957 წლიდან იყო კონოსტუდია „ქართული ფილმის“ მხატვარი; გააფორმა ფილმები: „ხევსურული ბალადა“ (1965), „მალე გაზაფული მოვა“ (1967), „დიდოსტატის მარჯვენა“ (კ. ხუციშვილთან ერთად, 1969), „წუთისოფელი“ (1971), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1974), „მოხეტიალე რაინდები“ (1975), „წინაპართა მიწა“ (1979); „ფესვები“ (1986). მისი დაზგური ნამუშევრებია: „წისქვილი“ (1986, საქართველოს ეროვნული გალერეა), „გზა“ (1985, ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი), „სვანეთი“ (1986, ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი).
1970 წელს მიანიჭეს საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 68-69.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბიოგრაფიული ლექსიკონი — შოთა გოგოლაშვილი — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- შოთა გოგოლაშვილი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში