ფესვები — ქართული მხატვრული ფილმი. გადაღება დაიწყო 1985 წლის იანვარში და დამთავრდა 1987 წლის სექტემბერში. ფილმი წარმოადგენს ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის 1928 წლის მოთხრობის, „მიწის ყივილის“ კინოეკრანიზაციას.

„ფესვები“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი გუგული მგელაძე
სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი
როლებში იოსებ ჯაჭვლიანი
დოდო აბაშიძე
ია ფარულავა
ლორანს რაგონი
ლევან აბაშიძე
ალექსანდრე მეძმარიაშვილი
ნუგზარ ყურაშვილი
გიორგი გეგეჭკორი
გიორგი ჯიბლაძე
მალხაზ გორგილაძე
კომპოზიტორი ალექსანდრე რაქვიაშვილი
ხმის ოპერატორი დიმიტრი გედევანიშვილი
ოპერატორი აბესალომ მაისურაძე
მონტაჟი გულნარა ომიაძე
მხატვარი შოთა გოგოლაშვილი
ნიკოლოზ ზანდუკელი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1987
ხანგრძლივობა 86 წთ.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული

სცენარი რედაქტირება

ფილმი ქართველი ემიგრანტის სამშობლოსადმი განუწყვეტელი ნოსტალგიით აღსავსე ვრცელი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირი (მსახ. დოდო აბაშიძე) საშოვარზე მიემგზავრება საფრანგეთში, თუმცაღა პირველი მსოფლიო ომის დაწყებისა და საზღვრების ჩაკეტვის გამო, სამუდამოდ რჩება საფრანგეთში, მიუხედავად ამისა ის საქართველოში დაბრუნების იმედს არ კარგავს. იგი ქმნის ოჯახს, ცოლად მოყავს ფრანგი გოგონა მადლენი. მისი შვილები ქართულად ვერ საუბრობენ. ორიდან ერთ-ერთი ტარიელი პარტიზანულ-დივერსიული ოპერაციის დროს იღუპება.

ერთ დღესაც იგი ხვდება ძველ ქართველ მეგობარს — მევიოლინეს რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ საფრანგეთში გაიცნო, რომელიც დანანებით ეუბნება რომ ისინი მოწყდნენ თავიანთ ფესვებს და რიტორიკულად ეკითხება „შენი შვილები ლაპარაკობენ ქართულად“? აღნიშნულმა მწარე რეალობამ უბიძგა ფილმის მთავარ გმირს, შვილიშვილისათვის ესწავლებინა ქართული ენა, კულტურა, ისტორია და ადათ-წესები. სიკვდილის წინ იგი ეუბნება შვილიშვილს: „გახსოვდეს, ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის — საქართველოში“.

ფილმის სიუჟეტი ვითარდება გზად პარიზიდან საქართველომდე. შვილიშვილს მოაქვს ბაბუას ფერფლი და უყვება აღნიშნულ ისტორიას თანამგზავრს. ფილმის კულმინაცია შემდეგში მდგომარეობს: მაშინ როცა უკვე 60-ზე მეტი წელია ბაბუას საქართველოდან გამგზავრებიდან გასული და შვილიშვილს არც კი ჰგონია თუ ვინმეს ახსოვს მისი პაპა, თავსხმა წვიმაში მატარებლის სადგურზე მთელი სოფელია შეკრებილი და ელოდება მას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება