მალხაზ გორგილაძე
ქართველი მსახიობი
მალხაზ დიმიტრის ძე გორგილაძე (დ. 4 აპრილი, 1938, თბილისი, საქართველო — გ. 1 იანვარი, 1996, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1979).
მალხაზ გორგილაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | მალხაზ გორგილაძე |
დაბადების თარიღი |
4 აპრილი, 1938 ღანირი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი |
1 იანვარი, 1996 (57 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1938 წლის 4 აპრილს ქ. თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. 1960 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მუშაობდა სანკულტურის (1960–1963), მარჯანიშვილის (1963–1967), რუსთავის (1967–1975) თეატრებში. 1975 წლიდან გარდაცვალებამდე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. კინოში მოღვაწეობა დაიწყო სტუდენტობის პერიოდიდან. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).
ფილმოგრაფია
რედაქტირება- 1959: „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ (ვაჟა) რეჟ. სიკო დოლიძე
- 1959: „ნინო“ (კუკა) რეჟ. ლეო ესაკია
- 1961: „ენგურის ნაპირებზე“ (ემზარი) რეჟ. დავით რონდელი
- 1965: „პიერი მილიციის თანამშრომელი“ (რეზო) რეჟ. დავით რონდელი
- 1969: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1972: „მშვიდობით, ინესა!“ რეჟ. ირაკლი ასათიანი
- 1973: „ლევან ხიდაშელი“ (რევაზი) რეჟ. ვახტანგ ტაბლიაშვილი
- 1974: „ღამის ვიზიტი“ (ინსპექტორი) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1976: „გასეირნება თბილისში“ აგრეთვე ცნობილი როგორც ნამდვილი თბილისელები და სხვები რეჟ. ნანა მჭედლიძე
- 1978: „დათა თუთაშხია“ (დოცენტი) რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, გიზო გაბესკირია
- 1979: „წინაპართა მიწა“ (ოფიცერი) რეჟისორები გიული ჭოხონელიძე, გიგა ლორთქიფანიძე
- 1980: „გამარჯობა ყველას“ (ფიროსმანი) რეჟისორები გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე
- 1987: „ფესვები“ (მათე) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1994: „იავნანა“ (ალექსის მეგობარი) რეჟ. ნანა ჯანელიძე
- 1994: „ჟამი“ რეჟ. ზაზა (როინ) ილურიძე
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 102-103.