სინათლე ჩვენს ფანჯრებში
სინათლე ჩვენს ფანჯრებში — სს „ქართული ფილმის" 1969 წლის ფილმი. რეჟისორი — გუგული მგელაძე.[1]
„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ | |
---|---|
კადრი ფილმიდან | |
დამდგმელი რეჟისორი | გუგული მგელაძე |
სცენარის ავტორი | სულიკო ჟღენტი |
როლებში |
დოდო აბაშიძე გრიგოლ წიტაიშვილი |
კომპოზიტორი | ნუგზარ ვაწაძე |
ხმის ოპერატორი | ალექსანდრე გალპერინი |
ოპერატორი | გივი რაჭველიშვილი |
მხატვარი | გივი გიგაური |
სტუდია | სს „ქართული ფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1969 |
ხანგრძლივობა | 84 წუთი |
ქვეყანა | საქართველოს სსრ |
ენა | ქართული |
სიუჟეტი
რედაქტირებაენგურჰესის მშენებლობაზე ახალგაზრდებს ბრიგადირად ომის ვეტერანი ალექსანდრე დაუნიშნეს. ისინი საერთო საცხოვრებელშიც ერთად არიან. ალექსანდრეს გამოცდილება, შრომისმოყვარეობა, წესიერება და ადამიანურობა სკოლის მერხიდან პირდაპირ მშენებლობაზე მისული ბიჭებისთვის სამაგალითო გახდება. მძიმე სიტუაციაში ჩავარდნილი ახალგაზრდები, მშენებლობის მიტოვებასაც დააპირებენ, მაგრამ ალექსანდრე ახალგაზრდებს ამხნევებს და ისევ აგრძელებენ დაწყებულ საქმეს.
როლებში
რედაქტირება- დოდო აბაშიძე — ალექსანდრე
- გრიგოლ წიტაიშვილი — გერასიმე
- ლეილა ყიფიანი — მარინე
- ლალი მესხი — ლია
- რუსუდან კიკნაძე — ტატა
- თამაზ თოლორაია — ბიძინა
- თეიმურაზ წიკლაური — ნოდარი – ბელაფონტე
- ნანული პირველი — გალინა
- ლიანა ასათიანი — ბიძინას დედა
- ილია ბაკაკური — ილო
- თამარ თვალიაშვილი — ალექსანდრეს დედა
- მალხაზ ჭეიშვილი — მალხაზი
- გია ნარიმანიძე — ჯაბა