თამარ თვალიაშვილი

თამარ თვალიაშვილი (დ. 4 აპრილი, 1906, თბილისი — გ. 22 დეკემბერი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1941), საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1976)

თამარ თვალიაშვილი
დაბადების თარიღი 4 აპრილი, 1906
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 22 დეკემბერი, 1985 (79 წლის)
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1906 წლის 4 აპრილს თბილისში. 1923 წელს შევიდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, მეორე კურსიდან კი სწავლა განაგრძო ვ. მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ მოსკოვის ქართულ დრამატულ თეატრში. 1926 წელს თბილისის „წითელი თეატრის“, ხოლო 1927 წ. ბათუმის თეატრის მსახიობი იყო. იგი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთ–ერთი დამაარსებელია. მან ფრიც ბაუერის მთავარი როლი შეასრულა ნ. საცის ამავე სახელწოდების პიესაში, რომელმაც სათავე დაუდო მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის არსებობას.

გარდასახვის ნიჭი, უშუალობა და გულწრფელობა ხელს უწყობდა მსახიობს შეექმნა ერთმანეთისაგან განსხვავებული როლები, რომელთა შორის აღსანიშნავია გოჩა (ვ. კობელის გოჩა), ფრიც ბაუერი (ნ. საცის ფრიც ბაუერი), მეღორის შვილიშვილი (ს. ზაიაიცკის რობინ ჰუდი), კარლო (ს. მთვარაძის და შ. ბუაჩიძის აურიე რგოლი), კურდღელი (ე. შვარცის წითელქუდა), აჩაკუნე (გ. ნახუცრიშვილის პატარა მეომრები), ქაჯანა (ნ. ლომოურის ქაჯანა), ზურაბი (დ. ჭონქაძის სურამის ციხე), ჯულიეტა (უ. შექსპირის რომეო და ჯულიეტა) და სხვა. დადგა სპექტაკლი — ნ. ფომიჩევის ასე იწყება ცხოვრება. იგი უმეტესწილად ლირიკულ-დრამატული ამპლუის მსახიობი იყო. ბოლო წლებში ძირითადად ხანდაზმულ ქალთა როლებს ასრულებდა. თვალიაშვილი განსაკუთრებით ძლიერი იყო კლასიკურ რეპერტუარში. 1941 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები.

ფილმოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება