თემურ წიკლაური

ქართველი მომღერალი და მსახიობი
(გადამისამართდა გვერდიდან თეიმურაზ წიკლაური)
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 10 სექტემბერი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

თეიმურაზ (თემურ) წიკლაური (დ. 22 იანვარი, 1946, კოჯორი — გ. 1 თებერვალი, 2021, გორი[1]) — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1980), საქართველოს სახალხო არტისტი (1990) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).[2]

თემურ წიკლაური

თემურ წიკლაური
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1946
დაბ. ადგილი კოჯორი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 1 თებერვალი, 2021 (75 წლის)
გარდ. ადგილი გორი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი საესტრადო მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

თემურ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.[3] 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).[4]

თემურ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.[5]

ჰყავდა მეუღლე ლილი ზღვაური და ორი შვილი — ვაჟი, გიორგი (გ. 1983) და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.

გარდაიცვალა 2021 წლის 1 თებერვალს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად.[1] დაკრძალეს კოჯორში, ვაჟის[6], გიორგის გვერდით[7].

2022 წლის დასაწყისში, თბილისში, ადამ მიცკევიჩის 21 ნომერში მდებარე სკვერს მიენიჭა თემურ წიკლაურის სახელი,[8] ხოლო 2022 წლის 4 ოქტომბერს, გამოიცა ბიოგრაფიული წიგნი „ხმა ალია სულისა“, რომელიც მომღერლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.[9]

ფილმოგრაფია

რედაქტირება

ჯილდოები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 559

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 „გარდაიცვალა მომღერალი თემურ წიკლაური“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 1 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-23. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
  3. თემურ წიკლაურის ბიოგრაფია. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
  4. თემურ წიკლაური. ბიოგრაფიული ლექსიკონი.
  5. ქართული სცენის „არწივს“ თემურ წიკლაურს ვარსკვლავი გაუხსნეს. Palitravideo.Ge (23 იანვარი, 2014).
  6. „თემურ წიკლაური ბოლო გზაზე ტაშით გააცილეს“. fortuna.ge. 2021-02-04. ციტირების თარიღი: 4 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  7. „თემური შვილის გვერდზე დაწოლილა და უთქვამს, მე აქ უნდა დავიმარხოო. ეს იყო მისი ანდერძი, რომელიც შევასრულეთ“. კვირის პალიტრა. 2021-02-08. ციტირების თარიღი: 31 იანვარი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. თბილისში ერთ-ერთ სკვერს თემურ წიკლაურის სახელი მიენიჭა
  9. “ხმა ალია სულისა” – თემურ წიკლაურზე წიგნი გამოიცა