ზაალ კაკაბაძე (დ. 18 იანვარი, 1935, ბათუმი — გ. 10 ივნისი, 2012) — ქართველი რეჟისორი, სცენარისტი.

ზაალ კაკაბაძე
დაბადების თარიღი 18 იანვარი, 1935
ბათუმი
გარდაცვალების თარიღი 10 ივნისი, 2012 (77 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1960 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფისტების ინსტიტუტი სარეჟისორო ფაკულტეტი.

სწავლობდა მოსკოვის ტრანსპორტის ინსტიტუტში 1953-1954 წლებში. 1954-1957 წლებში კი სწავლა გააგრძელა ლენინგრადის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის ინსტიტუტში. მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარულ და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში 1960-1968 წლებში, ხოლო 1968 წლიდან საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიაში. იგი იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის“ მხატვარი და ფილმების განყოფილების უფროსი 1996 წლიდან. ქართულ კინემატოგრაფიაში ის იყო პირველი ვინც შექმნა ახალი ჟანრი კინო-ბალეტი, მის კინო-ფილმ-ბალეტებს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორისაა: „მწირი“, „პრომეთეოსი“, „მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ“. გადაღებული აქვს აგრეთვე მუსიკალური კინოფილმები: „ორერა, სრული სვლით!“ 1970 წელს, ხოლო „მზიური“, „სიყვარული, ივერია და…“ 1975 წელს. დოკუმენტური ფილმები ქართველ მუსიკოსებზე: „ლაურეატები“, „ვიოლინოს რაფსოდია“, „პიანისტთა მეორე“ და „სამშობლოს სახელით“.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1986 - საერთაშორისო კინოფესტივალი "ARABESQUE" და "GOLDEN FLEECE-88", გრან-პრი, კინო-ფილმ-ბალეტი "მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ"
  • 1984 - კიევის საკავშირო კინოფესტივალი, I პრემია, კინო-ფილმ-ბალეტი "პრომეთეოსი"
  • 1977 - ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალი, გრან პრი, კინო-ფილმ-ბალეტი "მწირი"

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 233;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება