თამაზ თოლორაია
თამაზ თოლორაია (დ. 2 მარტი, 1950, თბილისი — გ. 9 ნოემბერი, 2004, იქვე) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.
თამაზ თოლორაია | |
---|---|
კადრი ფილმიდან „სიცოცხლისთვის სახიფათოა“ | |
დაბადების სახელი | თამაზ თოლორაია |
დაბადების თარიღი |
2 მარტი, 1950 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
9 ნოემბერი, 2004 (54 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | მსახიობი |
მშობლები |
მამა: კოტე თოლორაია დედა: თამარ სხირტლაძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1972 წელს.
1979 წლიდან მოღვაწეობდა „კინომსახიობთა თეატრში“. 1967 წლიდან მონაწილეობდა კინოგადაღებებში, პირველი კინოროლია კოსტა („ცისკრის ზარები“, რეჟ. ყ. მგელაძე, 1967). პოპულარობა მოუტანა ლევანის როლმა ფილმში „ღიმილის ბიჭები“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1969). გადაღებულია 40-მდე ფილმში, როგორც ქართულ, ასევე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებისა და „გდრ-ფილმის“ კინოსურათებში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ბიძინა, რეჟ. ყ. მგელაძე, 1969), „ანარეკლი“ (რეჟ. ო. აბესაძე, 1974), „არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“ (რეჟ. ყ. მგელაძე, 1975), „თვალი პატიოსანი“ (რეჟ. შ. მანაგაძე, 1976), „პოლკოვნიკ ზორინის ვერსია“ (რეჟ. ა. ლადინინი, 1978) „არაჩვეულებრივი რეისი“ (რეჟ. ბ. ჩხეიძე, 1982), „კუკარაჩა“ (რეჟ. ს. დოლიძე, ქ. დოლიძე, 1982), „ჯადოსნური ღამე“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1983), „სიცოცხლისთვის სახიფათოა“ (რეჟ. ლ.გაიდაი, 1985) „ახალი არკადია“ (რეჟ. თ. ფალავანდიშვილი, 1986), „მარტოხელა მონადირე“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 1989), „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (რეჟ. რ. ჩხეიძე, 1989), „ო, რა ტკბილია, განშორების ეს ნაზი სევდა“ (რეჟ. ქ. დოლიძე, 1991).
ჯილდოები
რედაქტირებაფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|
1967 | ფ | ცისკრის ზარები | კოსტა |
1968 | ფ | ბზიანეთი | |
1969 | ფ | ღიმილის ბიჭები | ლევანი |
1969 | ფ | სინათლე ჩვენს ფანჯრებში | ბიძინა |
1971 | ფ | ახალგაზრდა კაცი | შოთა |
1972 | ფ | პომპეის უკანასკნელი დღეები („ლენფილმი“) | მიტია |
1973 | ფ | მე და ჩემი მეზობლები | გოგა |
1974 | ფ | ანარეკლი | |
1975 | ფ | არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ | ჟურნალისტი |
1976 | ფ | თვალი პატიოსანი | |
1978 | ფ | პოლკოვნიკ ზორინის ვერსია („მოსფილმი“) | ქართველი ლაველასი |
1979 | ფ | დესანტი ორინგაზე | გივი |
1980 | ფ | ცხენებს გადასასვლელზე არ ცვლიან („მოსფილმი“) | ელდარ კიკნაძე |
1982 | ფ | კუკარაჩა | ალი |
1982 | ფ | არაჩვეულებრივი რეისი | |
1983 | ფ | ჯადოსნური ღამე | დურგალი |
1985 | ფ | სიცოცხლისთვის სახიფათოა — („მოსფილმი“) | ვანო ყიფიანი |
1986 | ფ | ახალი არკადია | ოთარი |
1987 | ფ | დამშვიდობება (ხანა ჩვენი ბავშვობისა) | |
1989 | ფ | მარტოხელა მონადირე | კალანდაძე |
1989 | ფ | ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი | ხუანი |
1990 | ფ | ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი | ექიმი |
1991 | ფ | ო, რა ტკბილია განშორების ეს ნაზი სევდა (ევრიდიკე) | იმპრესარიო |
1994 | ფ | ერთაწმინდა | |
1996 | ფ | შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი | |
2003 | ფ | სიყვარული და კარტოფილი | |
2003 | ფ | გაჭედილები (ენკი–ბენკი) |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული კონო: 1896-2011, თბ., 2011. — გვ. 94.