შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი

შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტინანა ჯორჯაძის 1996 წლის ქართულ-ფრანგული ფილმი. ის არის პირველი ფილმი, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე საქართველოს სახელით.

შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე
პროდიუსერი თემურ ბაბლუანი
სცენარის ავტორი ირაკლი კვირიკაძე
როლებში პიერ რიშარი
ნინო კირთაძე
კომპოზიტორი გორან ბრეგოვიჩი
ხმის ოპერატორი გურამ გოგუა
ოპერატორი გიორგი ბერიძე
მონტაჟი გიული გრიგორიანი, ვესელა მაჩევსკი
მხატვარი ვახტანგ რურუა, თემურ ხმალაძე
სტუდია „ადამი და ევა“
დისტრიბუტორი

CTV International

Sony Pictures Classics
გამოსვლის თარიღი 1996
ხანგრძლივობა 100 წთ.
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
ფრანგული
ბიუჯეტი 17 000 000 ფრანკი

სიუჟეტირედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ანტონ გოგოლაძე საფრანგეთში მარსელ იშაკს გაიცნობს. მარსელი ფრანგი კულინარის, პასკალ იშაკის ძმისშვილია და მის მიერ დატოვებულ ხელნაწერებს ინახავს. ანტონი ხელნაწერებს გაეცნობა და აღმოაჩენს, რომ პასკალ იშაკმა 1920 წელს გაიცნო ქართველ კნეინა ცეცილია აბაშიძე, რომელიც ანტონის დედა იყო და შეუყვარდა იგი. იშაკი ამავდროულად შეყვარებული იყო ქართულ სამზარეულოზე და თბილისში რესტორანს გახსნა, თუმცა საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ იშაკს რესტორანი ჩამოართვეს, ხოლო ცეცილია რევოლუცონერ ზიგმუნდ გოგოლაძეს გაჰყვა ცოლად. ანტონს ზიგმუნდი მამა ეგონა, თუმცა ხელნაწერების კითხვისას აღმოაჩენს, რომ მისი მამა პასკალ იშაკი ყოფილა, რომელიც ცეცილიას სიკვდილამდე უყვარდა. ანტონი ხელნაწერებს მარსელისაგან ფარულად დაწვავს.

როლებშირედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება